RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისის პოლიცია რეპორტიორს არ გაანაწყენებს.განსაკუთრებით დასავლელს

22.06.2009  |  09:18

3115.jpegმოხდა რაღაც დაუჯერებელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორჯერ მოუბოდიშა ჟურნალისტებს იმი გამო, რომ ხელი შეუშალა პოლიციის შენობასთან მორიგი ჩხუბის გადაღებაში. როგორც გაირკვა, დაცვის მიერ განაწყენებულებს შორის აღმოჩნდენ დასავლელი ჟურნალისტებიც. აი თურმე საიდან მოვიდა ჯერ არნახული თავაზიანობა!

შფოთიანი ორშაბათის ერთ-ერთი დამამთავრებელი აკორდი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება პოლიციის შენობასთან მიტინგის დარბევის თაობაზე. ახალგაზრდა ოპოზიციონერები საპროტესტო აქციის დახმარებით ცდილობდნენ პატიმრობიდან ეხსნათ თავიანთი მეგობრები, რომლებიც 12 ივნისს დააკავეს. პოლიციამ კი იქ პარასკევის არეულობის კიდევ ორი მონაწილე შენიშნა - დაჩი ცაგურია და მელორ ვაჩნაძე- და დააპატიმრა ისინიც. ოპოზიციონერები მეგობრების დაცვას ცდილობდნენ. აი აქ დაიწყო ჩხუბი, რომლის მსხვერპლებიც დღემდე ჭრილობებს იშუშებენ. საავადმყოფოში წევს ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ალასანიას მოკავშირე.

სანახაობის გადასაღებად მაშინვე მივიდნენ ჟურნალისტები, რომლებიც მანამდე იყვნენ დაპატიჟებულები საპროტესო აქციაზე. მაგრამ პოლიცილები, რომლებიც სამჯერ აღემატებოდნენ რიცხობრივად ოპოზიციონერებს, არ იყვნენ მზად, რომ ეჩვენებინათ ტელევიზიით და ფოტო ობიექტივებით ქართული საზოგადოებისთვის რეჟიმის ნამდვილი სახე. ამიტომაც ჟურნალისტები სასწრაფოდ გააუვნებელყოფეს.

როგორც შემდეგ გაირკვა დაზარალებულთა შორის უცხოელი ჟურნალისტებიც იყვნენ. European Pressphoto Agency-ს ფოტოგრაფი სცემეს, Reuter-ის რეპორტიორს კი ფოტოკამერა წაართვეს.

სასტიკად სცემეს ტელეკომპანია "კავკასიის" ოპერატორი თემურ პანდაშვილი. მას და ჟურნალისტ გიორგი კობახიძეს პოლიციის თანამშრომლებმა წაართვეს კამერა და კასეტები, რომლებზეც გადაღებული იყო აქციის დარბევა. იგივე ბედი ეწია "მაესტროს" ორ კამერას. ასეთი საქციელისადმი პროტესტის გამოხატვის მიზნით ტელეკომპანიებმა "კავკასია" და "მაესტრო" შეწყვიტეს მაუწყებლობა. როგორც ტელეკომპანიის დირექტორმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, ჟურნალისტები ცდილობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას მიაპყრონ საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ჟურნალისტების უფლებების დარღვევას.

იმავე მიზნით უჩვენეს ოპოზიციონერებმა უცხოელ დიპლომატებს ინციდენტის ამსახველი სასწაულებრივად გადარჩენილი ვიდეოჩანაწერი. საელჩოების წარმომადგენლებმა შეხვედრა კომენტარების გარეშე დატოვეს. "ელჩები ძალიან შეწუხდნენ მომხდარით. მათთვის მოლოდნელი იყო მოვლენების ასეთიგანვითარება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას კანონიერი მოქმედებისკენ მოუწოდებდა, თავად კი სრული უკანონობა ჩაიდინა",- ახსნა დიპლომატების დუმილი ნინო ბურჯანაძემ.

"დიპლომატებმა ვერ გაიგეს, თუ რატომ ჩამოართვეს ჟურნალისტებს გადაღებული ვიდეომასალა და რატომ მოექცნენ მათ ასე",- გადათარგმნა მათი დუმილი რესპუბლიკუტი პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100