RSS
на русском en in english
11.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს სომხები: მოითხოვე მეტი, იქ კი გავარკვევთ

22.06.2009  |  09:23

3117.jpegაქვთ თუ არა სომხებს უფლება, რომ მოითხოვინ თვითმმართველობა და სომხური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება? ქართველები თვლიან, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სომხები კი, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობენ პრინციპით: მოითხოვე ბევრი, აიღე რასაც გაძლევენ.

ამ საკითხს ალბათ არ განიცილავენ საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლები ერევანში, რადგანაც "ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ ერევა სომხეთის საშინაო საქმეებში, ისევე სომხეთის ხელისუფლებაც არ აუნდა ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში". ასეთი კომენტარი გაუკეთა ქართველმა დეპუტატმა პაატა დავითაიამ ჯავახეთის სომხების მიმართვას პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან. ისინი ითხოვდნენ მეხობელი ქვეყნის მთავრობასთან შუამავლობის გაწევას. ხელსაყრელი მომენტი იქნება 24 ივნისს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სომხეთში ვიზიტით ჩავა.

მიმართვა გამოჩნდა მაშინვე რამდენიმე სომხურ საიტზე სომხეთში, რუსეთში და საქართველოში. "ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ საქართველოს ხელისუფლებისგან მოსალოდნელ საფრთხეს ძირძველი სომხების წინააღმდეგ უკანონო ქმედებების განხორციელების შესახებ",- ხაზს უსვამს სომხური დიასპორა განცხადებაში.

იმ სურვილებს შორის, რომლებიც სარგსიანმა უნდა გადასცეს სააკაშვილს, ისეთი "თამამი" საკითხებიც არის, როგორიცაა რეგიონისთვის თვითმმართველობის უფლების მინიჭება, სომხური ენისთვის კი დამატებითი სახელმწიფოენის სტატუსისა. არის ასევე სომხეთისთვის ისტორიული ძეგლების დაბრუნების საკითხიც დასმული. ამას გარდა, დიასპორას მიერ შედგენილ სიაში არის არც მეტი არც ნაკლები "პოლიტპატიმრის ვააგნ ჩახალიანი დაუყოვნებელი გათავისუფლება, საკონტროლო-გამშვები პუნქტის "ზემო ლარსის" გახსნა, ჯავახეთში თბილისის უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა და ჯავახელი სომხებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების უფლება".

თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ამ საკითხების დასმასაც კი უადგილოდ მიიჩნევს. "საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას,- აღნიშნა მან.- ეს ზედმეტად სერიოზულია. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მსგავსი სახის განცხადებები პირველად არ კეთდება. თუმცა ისინი მაინც ცარიელ განცხადებებად დარჩება".

დავითაიას აზრით, სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია ჯავახეთში, მიუხედავად მიმართვის თეზისებისა, სტაბილურია. ხოლო თუკი სეპარატისტები გამოდიან დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მათ გარეშე ძალა "დირიჟორობს".

და ისევე როგორც ყველა ქართულ ხელისუფლებაში, პარლამენტარი თვლის, რომ საქმე ერევანში არ არის, "უფრო სწორი იქნებოდა გვესაუბრა რუსეთის სურვილზე, რომ ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე. ის ხომ ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სეპარატიზმს უჭერდა მხარს". უცნაურია, რომ დამოუკიდებლობისა და საკუთარ ენაზე საუბრის სურვილს დავითაია სეპარატიზმს უწოდებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100