RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვისი დეზერტირი უკეთესია?

23.06.2009  |  10:52

3129.jpegრუსეთს ახლა „ქართველი გლუხოვი" ჰყავს. რადიოსადგურის „მოსკოვის ექო" ეთერში საქართველოს სასაზღვრო სამსახურის 35 წლის ლეიტენანტმა ალიკ ბჟანიამ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. სერჟანტ გლუხოვის ეპოპეის შემდეგ. რომელმაც დატოვა რუსული სამხედრო ნაწილი და თავშესაფარი საქართველოში ითხოვა, ქართველი ლეიტენანტის გულახდილობა რუსული მასმედიის თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვების მთავარ სიახლედ იქცა. თუ რას ფიქრობენ ამის შესახებ თბილისში ეცადა გაერკვია ჩვენს კორეპონდენტს.

ბჟანია აცხადებდა: „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვეღარ დავრჩები მის ტერიტორიაზე, რადგანაც არ შემიძლია იმის ყურება, თუ როგორ ანადგურებს სააკაშვილი საქართველოს." ახლობლების დასაცავად მან ოფიციალური წერილით მიმართა რუსულ და საერთაშორისო წითელ ჯვარს, რომ გადმოეყვანათ რუსეთში მისი ოჯახი და დახმარებოდნენ პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაში.

კითხვაზე, ხომ არ გეშინიათ რომ თქვენი სახეი და პიროვნება ახლა გამოყენებული იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური თამაშებისთვის, ქართველმა ლეიტენანტმა უპასუხა: „არა, მე არ მცემდნენ ქართულ ჯარში. იმის შესახებ ჩივილს, რომ ცუდად მკვებავდნენ და ხელფასს არ მაძლევდნენ ჩემგან ვერავინ გაიგებს".

გულახდილობა იმის შესახებ, რომ მას ძალიან უყვარს რუსეთიდა გარბოდა არა მტერთან, არამედ მეგობარ ერთან, სულაც არ არის სენსაცია. დამიჯერეთ, მსგავსის გაგება შეიძლება თბილისში ნებისმიერი გამვლელისგან. უბრალოდ ისინი არსად გარბიან და პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ. ანტირუსული რიტორიკა საქართველოში მხოლოდ ტელევიზორიდან და პოლიტიკოსებისგან ისმის. დანარჩენები კი ბჟანიას სოლიდარობას უცხადებენ. თანაც, სააკაშვილის რეჟიმის განსჯისას, ბჟანიამ ისიც აღნიშნა, რომ მისი აზრები სრულიად არც რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას ემთხვევა. ალიკ ბჟანია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას არ ეთანხმება.

ლეიტენანტი ამბობს, რომ სურს ქართულ მოქალაქეობაზე უარის თქმა, რუსეთში ცხოვრება, ოჯახის შექმნა და სპეციალობით მუშაობა. სხვათა შორის, 1 ივნისისთვის საქართველოდან 183 დევნილი იყო აღრიცხული. ბევრი მათგანი ეროვნებით რუსია, მაგრამ არიან ქართველებიც, რომლებსაც არ სურთ სამშობლოში დაბრუნება, რადგანაც რეპრესიების ეშინიათ.

ბჟანიას განცხადებებ,ა ქართულ ხელისუფლებაში დიდი არეულობა გამოიწვია. მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში განაცხადა, რომ ეს იაფფასიანი პროვოკაციაა და რუსულმა სპეცსამსახურებმა უბრალოდ გლუხოვის საპასუხო დარტყა მოამზადეს.

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, „მოსკოვის ექოს" ფორუმზეც გამოჩნდა მსგავსი სახის ვარაუდები.

ქართული დიალექტისა და აქცენტის თავისებურებები შეიძლება მონაპოვარიც კი გახდეს ლინგვისტებისთვის. მოკლედ, ფორუმზე გამოითქვა ბევრი განსხვავებული აზრი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100