RSS
на русском en in english
24.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

არა უმუშევრობას ქართული ოპოზიციის რიგებში!

24.06.2009  |  10:48

3142.jpegგასული კვირის ბოლოს ქვეყნის პრეზიდენტმა ოპოზიციურ ლიდერებს იმ სადეპუტატო ადგილებზე დაბრუნება შესთავაზა, რომლებზეც მათ უარი თქვეს 2008 წლის გაზაფხულზე. ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას დასცინა.

რაც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ ოპოზიციური ლიდერების უკან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დგას, რომლის ინტერესებსაც ის გამოხატავს. მიხეილ სააკაშვილმა აღიარა ეს ფაქტი, როდესაც პარასკევს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გამოდიოდა გადაცემაში "პოზიცია". ის თავის მოწინააღმდეგეებს იმ სადეპუტატო მანდატების აღდგენას დაპირდა, რომლებზეც უარი 2008 წლის მაისში თქვეს. მაშინ რამდენიმე პარტიის პირველმა პირებმა არ ისურვეს პარლამენტში მუშაობა.

"ეს ხალხი საზოგადოების დიდმა ნაწილმა აირჩია. ეს არის დაახლოებით 20 მანდატი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვა განსხვავდება, მე მათ პასივს ვცემ,- უთხრა ტელემაყურებლებს სააკაშვილმა.- თუკი მათ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ პარლამენტში დაბრუნდნენ, ეს დიალოგისთვის საუკეთესო ტრიბუნაა". მისი თქმით, "თუკი ეს მოხდება, საზოგადოების ყველა ძალა იქნება პარლამენტში წარმოდგენილი".

პრეზიდენტმა ისიც კი გადაწყვიტა, რომ სადეპუტატი სავარძლები ჩამოერთმია იმ ხალხისთვის, ვინც ოპოზიციონერთა ადგილებზე დაინიშნენ. "მიუხედავად იმისა, რომ რომ ეს არ არის კანონით გათვალისწინებული, ჩვენ შევძლებთ ამის სეცვლას და გასულ წელს არჩეული დეპუტატები დაბრუნდებიან პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთარი მანდატები დახიეს. არსებობს პროტოკოლები არჩევნების შედეგების მიხედვით, რომელთა თანახმადაც შეიძლება გადაწყვეტილების მიღება",- განაცხადა სააკაშვილმა. განა ასეთი თავისუფალი დამოკიდებულება მართლმსაჯულებისადმი არ განასხვავებს დიქტატორულ რეჟიმს დემოკრატიულისგან, პრეზიდენტის გაგებით? როგორც მან იმავე გადაცემაში აღნიშნა, "დემოკრატია არის გრძელვადიანი პროცესი და საჭიროა მოთმინება დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საქმეში".

ოპოზიციამ, რომელმაც არ ისურვა ნათელი მომავლის შენება პრეზიდენტთან ერთად, შეიძლება ინანოს. "რაც უფრო ადრე შეუერთდებიან დიალოგს, მით უკეთესი, რადგანაც ეს კარები ყოველთვის ღია არ იქნება",- გააფრთხილა სახელმწიფოს ლიდერმა. მან მინიშნება გააკეთა, რომ თანამშრომლობას სთავაზობდა არა მხოლოდ სახალხო შეხვედრებზე: "ჩვენ ყველა ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ვიცით ტელეფონის ნომრები და შეგვიძლია ერთმანეთთან დაკავშირება".

პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა თავიანთ მჭერმეტყველებას და შემართებას მიტინგებზე ხარჯავენ, არც ისე ცოტა შესაძლებლობა აქვთ, რომ სამშობლოს სასიკეთოდ იმოქმედონ. როგორც მიხელ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეროა, ხელისუფლება მზად არის ხელისუფლების მონაწილეობით შეცვალოს საამომრჩევლო კოდექსი დაამუშავოს ცვლილებები კონსტიტუციაში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100