RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კავკასია ახალი წვრთნების მოლოდინშია

24.06.2009  |  10:51

3143.jpegრუსეთის სახმელეთო ჯარის მეოთხე და მეშვიდე სამხედრო ბრიგადები, რომლებიც დისლოცირებულია ამჟამად აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მონაწილეობას მიიღებენ ოპერატიულ-სტრატეგიულ წვრთნებში "კავკასია-2009", რომელიც ჩატარდება 29 ივნისიდან 6 ივლისამდე. ამის შესახებ განაცხადა სახმელეთო ჯარის მთავარმა ხელმძღვანელმა ვლადიმიტ ბოლდირევმა.

"მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა 46 ბრიგადა, მათი სამხედრო მომზადების ინტენსივობა გაძლიერდება,- აცხადებდა ბოლდირევი.- ჩრდილო-კავკასიური ქვედანაყოფების გარდა წვრთნებში მონაწილობას მიიღებს შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ზღვის პლოტილია". ვლადიმირ ბოლდირევმა ხაზი გაუსვა, რომ სწავლებები "კავკასია 2009" შედის მსხვლი მანევრების პროგრამაში "შემოდგომა 2009", რომელიც აერთიანებს რამდენიმე ოპარტიულ-სტრატეგიულ წვრთნას. "დაგეგმილია ასევე რამდენიმე საერთაშორისო სწავლების ჩატარება: რუსულ-ჩინური, რუსულ-ბელორუსიული და საზღვარგარეთული სახელმწიფოების სხვა ჯარებთანაც,- აცხადებდა ბოლდირევი.- სულ ჩატარდება დაახლოებით 800 ტაქტიკური წვრთან ბრიგადის, ბატალიონის და როტის მასშტაბის საბრძოლო სროლით".

რუსი გენერლის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე წვრთნების ჩასატარებლად გამოყოფილია მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მოეწყობა სროლა, ტანკოდრომები და ავტოდრომები. "ახლა ბაზების პირადი შემადგენლობით დაწყებულია სრულმასშტაბიანი სამხედრო სწავლება,- ხაზი გაუსვა ბოლდირევმა.- სწავლებები ქვედანაყოფებთან მიმდინარეობს დღე და ღამე. მთლიანობაში სამხედრო მომზადების ინტენსივობა და ჩატარებული გაკვეთილების ხარისხი რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი სახმელეთო ჯარისას არ ჩამოუვარდება". თანაც ამ რესპუბლიკების ტერიტორიებზე დისლოცირებული სამხედრო ბაზები ბრძოლისუნარინები არიან. მათ შეუძლიათ მათ წინ მდგომი ამოცანების გადაჭრა, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა, ისევე როგორც შესაძლებელი ტერორისრული აქტისგან, ასევე პირდაპირი აგრესიისგანაც.

სამხედროების ჩანაფიქრით, "კავკასია 2009"-მ დადებითი როლი უნდა ითამაშოს კავკასიაში სიტუაციის სტაბილიზაციაში. მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 8500 ადამიანი, 200 ტანკი, 450 ჯავშანმანქანა და 250 საარტილერიო მოწყობილობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაუსახელებელმა წყარომ განაცხადა: "სწავლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარება, ტერიტორიული და სამოქალაქო დაცვის ორგანიზება, ჯარის მართვა ტერორისტული ორგანიზაციის ლიკვიდაციისას". ასევე წყარომ აღნიშნა, რომ წვრთნები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იყო დაგეგმილი.

ამასობაში, თბილისში უკვე მოასწრეს რუსეთის დადანაშაულე იმაშინ, რომ "კავკასია 2009" იქნება ერთგვარი პასუხი ნატოს ახლახან დასრულებუ წვრთნებზე. "რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ჩატარდება სამხედრო წვრთნები, რაც საქართველოს გაფრთხილებას წარმოადგენს",- საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ის ტრადიციისამებრ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100