RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალი არგუმენტები ევროსაბჭოს ”სრულუფლებიანი” მისიის გაფართოებისთვის

24.06.2009  |  10:54

3144.jpegგასულ შაბათ-კვირას ქართულ-აფხაზურ საზღვარზე არეულობა იყო:ჯერ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც ევროკავშირის დამკვირვებელთა პატრულს აცილებდა, შემდეგ კი ქართულმა მხარემ განაცხადა პოლიციის პოსტის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ.ინციდენტები მოხდა თბილისის მიერ ევროსაბჭოს კავკასიის მისიის უფლებამოსილების გაფართოების იდეის მუსირების ფონზე. შემთხვევითია თუ არა ეს?

სასწრაფო დახმარების მანქანის აფეთქებისას 21 ივნისს დაიღუპა მძღოლი, ხოლო ექიმმა დაზიანებები მიიღო და გადაიყვანეს საავადმყოფოში, იუწყება "ინტერფაქსი". ამასთანავე ევროსაბჭოს მისიის თანამჯშრომლები არ დაშავებულან. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქება მოხდა გალის რაიონიდან რამოდენიმე კილომეტრში, იქვე ახლოს არის სოფელი მუჟავა. ეს ტერიტორია არის ევროსაბჭოს 200 დამკვირვებლის პირდაპირი პაუსხისმგებლობის ზონა. ევროკავშირის მისიამ ინციდენტზე ელვის სისწრაფით მოახდინა რეაგირება. "მინდა განვაცხადი,- თქვა მისმა ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა,- რომ ნებისმიერი თავდასხმა ჩვენს შეიარაღებულ დამკვირვებლებზე მაშინ, როდესაც ისინი თავიანთ კანონიერ ვალდებულებებს ასრულებენ, სრულიად დაუშვებელია",- გადმოსცემს "ინტერფაქსი". ჰაბერმა თბილისისგან და სოხუმისგან გამოძიების ჩატარება და მომავალში მსგავსი აგრესიის გამორიცხვისთვის შესაბამისი ზომების მიღება მოსთხოვა. ამასთანავე, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა აფხაზეთისა და საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრასა და ინციდენტის გამოძიებაში დახმარებაზე.

ჰაბერის მოწოდებას სწრაფად გამოეხმაურა აფხაზური მხარე. აფხაზეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წრმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ განაცხადა, რომ აფხაზეთს არანაირი კავშირი არ აქვს მანქანის აფეთქებასთან. მან ამ ინციდენტს "მორიგი პროვოკაცია" უწოდა. "ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ტერაქტში აფხაზური მხარე და რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსი სამხედროები დაადანაშაუკონ",- აღნიშნა ქიშმარიამ.

თუმცა ამით ისტორია სულაც არ დამთავრებულა. 22 ივნისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა განაცხადა ქართუი პოლიციის პოსტის მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ ომავე სოფელ მუჟავთან ახლოს. ტელეკომპანიის ვერსიით, ცეცხლი აფხაზეთის მხრიდან მოდიოდა. არცერთი ქართველი არ დაშავებულა, თუმცა აფეთქების შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი" დაშავდა, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიული ობიექტია.

საქმე ისაა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი 500 კილოვატი სიმძლავრის ენერგიას აწვდის თურქეთს. აფხაზურმა მხარემ ამ გავრცელებულ ინფორმაციას ინსინუცია უწოდა.

ყველა ინციდენტში ოფიციალური თბილისი მოსკოვსა და სოხუმს ადანაშაულებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100