RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი დეტექტივი. "შემბღალავ კავშირებში" გარეულია ყველა

26.06.2009  |  10:26

3171.jpeg

ეს არის ქართული დეტექტივის გაგრძელება იმის შესახებ, თუ როგორ დატუქსა ტერი დევისმა ნინო ბურჯანაძე. დღეს ქართული ტელეარხები საიტზე www.youtube.com მითითებით ავრცელებდნენ ვიდეომასალებს ლევან გაჩეჩილაძის და "ახალ მემარჯვენეთა" ლიდერის დავით გამყრელიძის კახა თარგამაძესთან შეხვედრის შესახებ. ის ახლა რუსეთში ცხოვრობს. ქართული პოლიტიკის დეტექტიურ ასპექტებში გარკვევას ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა.

სინამდვილეში ეს იყო მხოლოდ მორიგი კრიმინალურ-მაკომპრომეტირებელი სკანდალის წამოწყება, რომელიც თბილისში გაჩაღდა. შევარდნაძის დროინდელი შსს-ს მინისტრი კახა თარგამაძე, ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ისინი ჯერ კიდევ არ ჰყავდათ დადანაშაულებული კრემლთან კავშირებში.

ახლა კი ევროპის გულში - ბერლინში, რესპექტაბელურ სასტუმროში სამი ქართველი პოლიტიკოსი ზის, ყავას სვამს და ემოციურად ჟესტიკულირებენ ხელებით. თუმცა კადრები არ არის კარგი, თითქოსდა ტელეფონით არის გადაღებული სადღაც ზემოდან. ქართველი პოლიტიკოსების გარჩევა მხოლო მელოტი თავებით თუ შეიძლება. ალბათ ხმის ჩაწერის ღილაკზე ხელის დაჭერა დაავიწყდათ, მიდის უხმო ჩანაწერი. მაგრამ, არაფერზე გარდა ლევან გაჩეჩილაძის მიერ ნახსენები დაფინანსებისა, არ შეიძლება იყოს საუბარი, დარწმუნებულები არიან მმართველი უმრავლესობის წევრები. და მართალია შეხვედრა ბერლინში შედგა, ყველაფერი მაინც "მესამე რომამდე" მიდის. კახა თარგამაძე ხომ მოსკოვში ცხოვრობს და იქ აქვს ბიზნესი.

გამოდის, რომ "შემბღალავ კავშირებში" გარეულია ყველა, გარდა ირაკლი ალასანიასი, რომელიც ახლა ვაშინგტონშია. მოკლედ, ამ პოლიტიკურ-კრიმინალური სიუჟეტის მიხედვით, საქმის გახსნამდე ჯერ კიდევ შორია.

ტელეკომპანია "იმედი" დაუკავშირდა კახა თარგამაძეს, რომელმაც უარყო შეხვედრა და ამ კითხვების დასმა ლევან გაჩეჩილაძისთვის შესთავაზა. ამ უკანასკნელმა რამდენიმე ქართული ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ შეხვდა თარგამაძეს ბერლინში, მაგრამ ისინი სულაც არ საუბრობდნენ დაფინანსებაზე. პირიქით, ისინი იმას არკვევდნენ, თუ ვინ დააფინანსა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი, როგორი კონტაქტები აქვს მას კრემლთან, ასევე საქართველოს გაყიდვის მცდელობაზეც მსჯელობდნენ. "ახალ მემარჯვენეთა" ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოცემული შეხვედრის აუდიოჩანაწერის ჩართვის წინადადება წამოაყენა.

ქართველი პოლიტიკოსების ურთიერთდადანაშაულება "კრემლთან შეკვრის" თაობაზე უკვე სულ სხვა თემაა. ჩვენ კი ქართველ პოლიტოლოგთან რამაზ საყვარელიძესთან ვეცადეთ გაგვერკვია - რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რას უნდა ველოდოთ ახალი პოლიტიკური სკანდალისგან?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100