RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული დეტექტივი. როგორ დატუქსა ტერი დევისმა ნინო ბურჯანაძე

26.06.2009  |  10:28

3172.jpegარც ერთი დღე სკანდალის გარეშე, სწორედ ასეთი პრინციპით ეწყობა ახლა საქართველოს საშინაო პოლიტიკა. თუკი საფხულის დადგომასთან ერთად საპროტესტო აქციები და მიტინგები ცოტათი ჩაწყნარდა, პოლიტელიტების დაპირისპირება კიდევ უფრო გაუხეშდა. ამ კვირაში ხელისუფლება ყველა ფრონტს დაესხა თავს - კვლავ ამოტივტივდა ნინო ბურაჯანძის მეუღლის საქმე "რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან საიდუმლო შეთქმულებების" თაობაზე. ქართული პოლიტიკის დეტექტიურ ასპექტებში გარკვევას შეეცადა ჩვენი კორესპონდენტი.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერზე ხელისუფლება დიდი ხანია კბილებს ილესავს. სწორედ ნინო ბურჯანაძეს ადანაშაულებდნენ ყველაზე ხშირად რუსეთთან კავშირებსა და ჩრდილოეთიდან ფულის მიღებაში. მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე მრავალი სკანდალური ვიდეოჩანაწერის გმირი გახდა.

ჯერ კიდევ მარტში, ახლანდელ პოლიტიკურ დაპირისპირებამდე, ხელისუფლებამ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა ამტკიცებდა, რომ ბიწაძე იარაღის შესყიდავსთან დაკავშირებით აწარმოებდა რუსეთთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებთან და უკრაინაში მცხოვრებ კანონიერ ქურდებთან მოლაპარაკებებს. შემდეგ კი გაუშვეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ბიწაძე ახალგაზრდა ოპოზიციონერებს ურიგებს ხელკეტებს რეჟიმთან "მშვიდობიანი" ბრძოლისთვის.

ახლახან ეს ყელაფერი კივლავ გაუხსენეს ბიწაძეს. როგორც ჩანს, სულაც არ მიეცა მისი ვიდეო და აუდიოჩანაწერები დავიწყებას. 23 ივნისს გოკა გაბაშვილმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელისგან ბადრი ბიწაძისგან მოითხოვა ახსნა-განმარტებები ნახერად დავიწყებულ იარაღის შესყიდვაზე.

გაბაშვილი ამტკიცებდა, რომ ბადრი ბიწაძე კიევში ყოფნის დროს რუს ბიზნესმენთან შალვა ბიურსტთან ერთად ხვდებოდა ვინმე მამტაჟს, რომელიც კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის დაახლოვებული პირია. გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ ბურჯანაძის პარტია ფინასირდება რუსეთიდან.

თუმცა, საჭიროა იმის გახსენებაც, რომ ნინო ბურჯანაძემ სააკაშვილის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი შეურაცხყოფის გამო, სწორედ ამ ბრალდებების გათვალისწინებით. თუმცა ამან სულაც არ იმოქმედა მმართველ უმრავლესობაზე.

ერთგვარი კარტ-ბლანში ოპოზიციურ ლედისა და მის მეუღლეზე "გადავლას" მისცა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა. სტრასბურგში ვიზიტისას მან განაცხადა: "მე ხშირად ვამზადები მოხსენებებს საქართველოს შესახებ და ვიცი, რაც იქ ხდება. ხელისუფლებამ გამოთქვა ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა, რაზეც ოპოზიციის ნაწილი დათანხმდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ძირითადად კი ექს სპიკერი ნინო ბურჯანაძე, უარს ამბობს თანამშრომლობაზე".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100