RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალი ანტირუსული ისტერია. ვის სჭირდება ეს?

26.06.2009  |  10:32

3173.jpegვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკი იყო საქართველოს პირმშო, ის სოფელ ბაღდადში დაიბადა. პოეტს უყვარდა საქართველოს და მის შესახებ აღფრთოვანებით წერდა. მას ეკუთვნის მშვენიერი სტრიქონი: "თუკი ვარსკვალები ანათებს, ნიშნავს, რომ ეს ვინმეს სჭირდება?" აი სწორედ "ეს ვინმეს სჭირდება?" არის ჩვენი საუბრის თემაც.

ბოლო ხანებში სააკაშვილს რატომღაც სულ რუსეთთან ომი ელანდება. ის დაუღალავად ამბობს ყველა ხელსაყრელ მომენტში, რომ ომი უკვე საქართველოს კარს არის მომდგარი. ხანდახან გულშემატკივრებსაც კი ხვდება. მაგალითად ჟურნალისტ ფილიპ პენკს ბრიტანული "თაიმსი"-დან.

ახლახან მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა ინგლისელს მოუყვა, რომ გასულ წელს თურმე რუსეთმა საქართველოსთან ომი წამოწყო, რათა ნავთობსადენებს დაპატრონებოდა. "ჩვენ რუსეთს არ დავესხით თავს. ჩვენ ხომ არ დავფრინავდით მოსკოვის დასაბომბად",- არგუმენტები მოჰყავს სააკაშვილს თავისი პოზიციის გასამყარებლად. ამასთანავე ის დუმს იმის შესახებ, რომ სწორედ ქართულმა ჯარმა ესროლა 7 ივნისს მძინარე ცხინვალს და რუსი სამშვიდობოების ყაზარმებს.

სააკაშვილის თქმით, პუტინს მთელი საქართველოს დაპყრობა უნდოდა, რადგანაც ეს მისტვის გეოპოლიტიკური ქიშპობა იყო დასავლეთთან. ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ გააკეთა რუსეთის ჯარმა ეს? რატომ არ დაიპყრო მთელი საქართველო და ნავთობსადენები?

გაკვეთილი, რომელიც რუსეთმა აგვისტოს ომიდან მიიღო, არის ამერიკისა და ევროპის სისუსტე, იუწყება "თაიმსი". გაზეთი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს წვრთნების "კავკასია" თაობაზე, რომელიც ორშაბათს იწყება. "საქართველოს ამტკიცებს, რომ ძალების ნაწილი შეუერთდება იმ ათას ჯარისკაცს, რომლებიც გასული წლის შემდეგ დისლოცირებულები არიან საქართველოს  სეპარატისტების ხელში არსებულ ტერიტორიებზე,"-წერს გაზეთი. იქვე მოყვანილია საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძის სიტყვები: "სქემა იგივეა რაც გასულ წელს: რუსები ზრდიან თავიანთ სამხედრო კონტიგენტს,ატარებენ მსხვილ სამხედრო წვრთნებს, პირდაპირ ემუქრებიან საქართველოს, იმავდროულად კი აკეთებენ გაცხადებებს, რომ საქართველოს ახდენს ჯარების კონცენტრირებას

და ემზადება ომის დასაწყებად, მათ კი რეაგირების მოხდენა მოუწევთ".

"ევროკავშირში დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკასთან კავშირების დამყარების მსურველი საქართველი თავს შეიკავებს ომისგან, მაგრამ ამავდროულად აღიარებენ: საქართველოსა და რუსეთს შორის პირადი ინტერესებით მართული ბრძოლა ძალაუფლებისთვის შეიძლება ფეთქებადსაშიშ ნარევად იქცეს",- ასკვნის გაზეთი. თუმცა კავკასიაში ახალი ომის დაწყების სტატიის ავტორს არ სჯერა, მაგრამ თვლის, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100