RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი სომხისთვის მეგობარია, სომეხი ქართველისთვის კი - პარტნიორი

29.06.2009  |  12:15

3186.jpegმიხეილ სააკაშვილს გულღიად შეხვდნენ ერევანში. ამ ვიზიტზე იყო დამოკიდებული რამდენიმე საჩოთირო საკითხის განხილვა, რომლებიც ეხებოდა სომხების კეთილდღეობას როგორც მეტროპოლიაში, ისე საქართველოშიც. 

ორი სიტყვით რომ აღვწეროთ სააკაშვილის ვიზიტის შედეგი, რაიმე მნიშვნელოვანი მას არაფერი მოუტანია. 

საქართველოს სომხურად დასახლებული რეგიონის პრობლემების შეპირებისას, მიხეილ სააკაშვილმა სამცხე-ჯავახეთში სათხილამურო ტურიზმის განვითარების წინადადება წამოაყენა. ასევე ახალქალაქიდან თბილისამდე ავტოსტრადის აშენებისაც. თუმცა არც სომხური ეკლესიების დაბრუნებაზე, არც სომეხი აქტივისტის ვააგნ ჩახალიანის წინააღმდეგ წამოწყებულ სასამართლო პროცესზე, არც საქართველოში სომეხი დეპუტატის შირაკ ტოროსიანის შემოშვების აკრძალვაზე ორ პრეზიდენტს არ უსაუბრია. 

რუსულ-ქართული სატრანსპორტო დერეფნის ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა კავკასიური დიპლომატიით გადაწყდა. მიხეილ სააკაშვულს უარი არ უთქვამს მეზობლებისთვის, მაგრამ გზის გახსნა გაურკვეველი ვადით გადადო. 

"ჩვენი პოზიცია ასეთია: ყველა გზა გახსნილი უნდა იყოს თავისუფალი გადაადგილებისთვის. ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვამ გამოიწვია პრობლემები ტვირთის გადაზიდვაში საქართველოსთვის და კიდევ უფრო მეტად სომხეთისთვის. ჩვენ ვუთხარით რუსულ მხარეს, რომ მზად ვართ ამ საკითხის თაობაზე მოლაპარაკებები ვაწარმოოთ შვეიცარიასთან, რადგანაც სწორედ ეს ქვეყანა წარმოადგენს ჩვენს რუსეთის ინტერესებს. ჩვენ ახლა ამ პუნქტამდე გზას ვარემონტებთ. როდესაც დავასრულებთ, მზად ვიქნებით მისი გახსნისთვის",- განაცხადა სააკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 

ეს ღირსეული პასუხი იყო საკონტროლო-გამშვები პუნქტის რემონტზე, რომელიც რუსეთმა თითქმის სამ წელს გაწელა. მაგრამ ქართველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს გამშვები პუნქტი მოდერნიზაციის შემდეგ მთელ რუსეთში საუკეთესო გახდა. რათა მას შეესაბამებოდეს, გზა რუსეთიდან სომხეთამდე უნდა დაიგოს ევროპული სტანდარტებით. 

თუმცა სომხები მოხარულები არიან სააკაშვილის გაურკვეველი დაპირებითაც. თუმცა სერჟ სარგსიანმა მიანიშნა, რომ ქართველებისთვის კარი იქნებოდა რემონტის ზაფხულის ბოლომდე დასრულება. "ეს ახლა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზაფხულის მოსავლის აღებისას",- თქვა მან, როდესაც კოლეგას მადლობას უხდიდა. 

საპასუხოდ სარგსიანმა საქართველოს შესთავაზა გასული წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთთან არეული ურთიერთობების დალაგებაში დახმარება. "ვფიქრობ, ტომ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგება",- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობები აკავშირებს, საქართველოსთან კი - მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100