RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

შეიძლება თუ არა სააკაშვილი დაჯერება?

29.06.2009  |  12:25

3187.jpegვერსიას, რომლის მიხედვითაც, გასული წლის აგვისტოს მოვლენების მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისია დამნაშავედ მიხეილ სააკაშვილს ცნობს, დღითიდღე სულ უფრო მეტი მომხრე უჩნდება. 24 ივნისს ქართველი ლიდერის აგრესიული ინიციატივის თაობაზე განაცხადა რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეროსი კიწმარიშვილმა. ოფიციალური თბილისი კი ამასობაში ცდილობს ყველაფერი მოსკოვს გადააბრალოს. 

"ევროკავშირის კომისია, რომელმაც 31 ივნისს უნდა დაასახელოს აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზები, იტყვის, რომ ომი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება",- აცხადებდა ეროსი კიწმარიშვილი. ამასთანავე, მისი თქმით, ახლანდელი სისტემა სასწრაფოდ გადაწყობას საჭიროებს, რისი საუკეთესო საშუალებაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. 

ამ ბოლო თბილისიდან სულ უფრო ხშირად ისმის მსგავსი კომენტარები. არც ისე დიდი ხნის წინ პოლიტოლოგმა რამაზ კლიმიაშვილმა განაცხადა, რომ ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნები იქნებოდა "მძიმე, დამანგრეველიც კი, დარტყმა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისთვის". "ახლა საქართველოს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს მსოფლიოში,- თქვა მან.-ევროკავშირის კომისიამ ვერ მოიპოვა საქართველოს ხელისუფლებისგან "ნომერ მეორე ბრძანების" შესწავლის საშუალება, ამას კი პირდაპირი კავშირი აქვს ცხინვალის ომის დაწყებასთან". 

საინტერესოა, რომ ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები აგრძელებენ საკუთარი სიმართლის მტკიცებას, თანაც მოსკოვის დადანაშაულებასაც კარგად ასწრებენ. "მე ლავროვთან ბევრი კითხვა მაქვს,- აცხადებდა საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ეუთოს ყოველწლიური კონფერენციის დაწყებამდე.- მაგალითად, აპირებს თუ არა რუსეთი თავის თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. პირველ როგში, საუბარი მაქვს შეთანხმებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩემი ძირითადი კითხვა კი არის:  აქვს თუ არა რუსეთს უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე საუბრის უფლება მომხდარის შემდეგ?" ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს მოსკოვის განსჯის უფლება მას შემდეგ , რაც თავად თავს დაესხა ცხინვალს, დიპლომატმა კითხვითვე გასცა პასუხი: "ვინ თქვა, რომ საქართველოს დაესხა თავს? ვნახოთ, რას გვიჩვენებს ევროკავშირის კომისიის რეზულტატები". 

გამოდის, რომ "ცივილიზებულ საზოგადოებაში", საითაც ასე მიისწრაფის საქართველოს, მნიშვნელოვანია არა სიმართლე, არამედ ის, თუ ვინ რას იტყვის. შეიძლება, სააკაშვილის მომხრეებმა იმდენად ირწმუნეს თავიანტი მფარველის დაუსჯელობა, რომ გადაწყვიტეს პირდაპირ ექიშპათ ყველასთან. 

როგორც არ უნდა იყოს. ფაქტი ფაქტად რჩება: თბილისი არ აპირებს საკუთარი შეცოდებების აღიარებას, ხოლო სიჯიუტით კი ცდილობს მოსკოვის წარმოდგენას საერთაშორისო საზოგადოების თვალში "ბოროტების მოციქულად". 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100