RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთი-ნატო: შეხვედრა კორფუზე

30.06.2009  |  13:45

3203.jpegბერძნულ კუნძულ კორფუზე 27 ივნისს შედგა რუსეთი-ნატოს საბჭოს შეხვედრა. მიუხედავად უთანხმოებებისა სამხრეთ ოსეთის შესახებ, მხარეები მოლაპარაკდნენ თანამსრომლობის სრული ფორმატით აღდგენაზე, მათ შორის სამხედრო სფეროშიც. 

მრავალნაცადი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ჯერჯერობით სენსაციების გარეშე, მაგრამ პოზიტიური განხრით. 

"ყველასთვის აუცილებელია ახალი რეალიების აღიარება,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.- ჩვენს მიერ თბილისის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები შეუქცევადია და ისინი უნდა გაითვალისწინოთ პრაქტიკულ საქმეებში". მისი თქმით, ორმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთის ნატოელი პარტნიორების უმეტესობა გაგებით ეკიდება იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა და იციან, რომ ეს შეუქცევადია, მაგრამ მრავალმხრივ ფორმატებში მაინც დომინირებს სადღაც კოორდინირებული და შეთანხმებული პოზიცია. 

"უნდა გავიდეს დრო, რათა ჩვენ დავკავდეთ არა ვირტუალური გეოპოლიტიკური პრობლემებით, არამედ კონცენტრაცია მოვახდინოთ მნიშვნელოვან პრაქტიკულ ამოცანებზე",- განაცხადა ლავროვმა. ამასთანავე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ეუთოსა და გაეროს მისიების აღდგენის მომხრეა და რუსულმა მხარემკ უკვე მოამზადა შესაბამისი წინადადება. 

როგორც ჩანს, რუსეთის პოზიცია ჩრდილოატლანტიკური ბლოკის პარტნიორებმ გაგებით მიიღეს - ბევრმა ალიანსი გააცნობიერა, რომ თბილისის ულაპარაკო მხარდაჭერა მოსკოვთან ურთიერთობებში დივიდენდებს არ მოუტანდათ. გასულ შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა იან დე ჰოოპ სჰეფერმა თქვა, რომ გასული წლის აგვისტოს შემდეგ წარმოქმნილმა უთანხმოებებმა ხეი არ უნდა შეუშალოს კონტაქტებს პოლიტიკურ დონეზე. 

გენერალური მდივნის აზრით, იმ სფეროთა ჩამონათვალი, სადაც თანამშრიმლობაა საჭირო ძალიან გრძელია. ეს ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციაა, ტერორიზმტან ბრძოლაა, მეკობრეობასთან ბრძოლაა, მასობრივი განადგურების იარაღის და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლაა. "რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს, ის ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ განხილვების გაგრძელებას, მაგრამ არ მოველი, რომ მოვახერხებთ ამ პრობლემის უახლოეს მომავალში გადაჭრას. მიუხედავად ამისა, მე ამ პრობლემას გადაუჭრელად სულაც არ ვთვლი". 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100