RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთი ვარჯიშობს, საქართველოს თვალს ადევნებს

30.06.2009  |  17:30

3210.jpegრუსეთის სამხრეთით დაიწყო ოპერატიულ-სტრატეგიული სწავლებები "კავკასია-2009". სამხედრო მანევრები ტარდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მომზადების გეგმით. ამის შესახებ 29 ივნისს განაცხადა სამხრეთკავკასიური სამხედრო ნაწილის ინფორმაციისა და საზოგადოებრივი კავშირების სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი ბობრუნმა. 

წინასწარი მონაცემებით, სწავლებებში "კავკასია 2009", რომლებიც 6 ივლისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებს 8 500 სამხედრო, 200 ტანკი, 450 ჯავშანმანქანა და 250 საარტილერიო დანადგარი. სამხედრო მანავრები ჩატარდება ლრასნოდარში, სტავროპოლში, ასტრახანში, ვოლგოგრადში, როსტოვში, ჩრდილოეთ ოსეთში, ინგუშეთში, დაღესტანში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში და ჩეჩნეთში. ანდრეი ბობრუნის თქმით, წვრთნებს შეუერთდება კასპიის ზღვის ფლოტილია, ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზამ რუსეთის რეგიონალური სასაზღვრო სამსახური და საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფი. 

სწავლებები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველზე სამხედრო ნაწილები დაამუშავებენ თავისი ძალების წესრიგში მოყვანას და პირველადი რაიონების დაკავების სტრატეგიებს. მეორე ეტაპზე ჯარების გაერთიანებული ჯგუფი ჩაატარებს სპეციალურ ანტიტერორისტულ ოპერაციას ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურების ლიკვიდაციით, ასევე ჩატარდება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების დაცვის ღონისძიებები. 

როგორც ანდრეი ბობრუნმა განაცხადა, სწავლების დროს განხილული იქნება რუსეთის მოქალაქეთა სუაფრთხოების გარანტირების შესაძლო ადეკვატური ზომების ფართო სპექტრი. ასევე განიხილება მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაციების, სტრატეგიული ობიექტების და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვა. 

უკვე ცნობილია, რომ სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ მეოთხე და მეშვიდე რუსული სამხედრო ბაზების ჯარისკაცები, რომლებიც დისლოცირებულები არიან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში,ასევე რესპუბლიკების შიდა არმიების ოფიცრები. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ აღნიშნა: "ჩვენ რუსეთთან თანამშრომლობის შეთანხმება გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას. ამ მხრივ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ერთობლივ ღონისძიებებს, რომლებმაც ამ რეგიონის უსაფრთხოებას უნდა შეუწყოს ხელი. ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ აქ უსაფრთხოების პირობები აქ გაუმჯობესდეს". 

თბილისში,ამასობაში, დაწყვბულ წვრთნებს საკმაოდ ნეგატიურად შეხვდნენ. ალექსანდრ ნალბანდოვმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მინდირანე მანევრები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, რადგანაც მასში მონაწილეობას იღებს "სამხედრო მოსამსახურეები უპრეცედენტო რაოდენობა და უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკა". 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100