RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ამოცანა საქართველოს ნამდვილი პატრიოტებისთვის

01.07.2009  |  13:00

3222.jpegრუსეთთან ურთიერთობების დალაგების თემამ კვლავ პირველ პლანზე გადმოიწია საქართველოში. თითქოსდა ერთმანეთთს ეჯიბრებიან, ორმა ოპოზიციურმა ძალამ, ლევან გაჩეჩილაძისა და ზურაბ ნოღაიდელი ლიდერობით, უცბად საუბარი დაიწყო რუს პოლიტიკოსებთან გასაუბრების სურვილზე. იმავე პოლიტიკას, ოღონს რელიგიური კავშირების გამოყენებით, ახლა წყვეთს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. ორ მართლმადიდებელ ერს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა არის ნამდვილი ქართველი პატრიოტების პრობლემა.

იმის დაჯერება, რასაც მასმედიაში აცხადებენ, ინფორმაციული ომის საუკუნეში არ ღირს, გაიფიქრა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ და გადაწყვიტა თავად წასულიყო რუსეთში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში და ამერიკაში.

"მე მინდა რუსეთში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში პირველწყაროებიდან გავიგო თუ რას ფიქრობენ იქ ჩვენთან მომავალ ურთიერთობებზე",- განაცხადა მან გუშინ. მისი თქმით, ვიზიტებისთვის მზადება უკვე დაიწყო.

ტურნეს დაწყებას ის ყველაზე ადვილი პუნქტიდან - ვაშინგტონიდან - აპირებს. ეს გადაგებიც არის მოსკოვში და მითუმეტეს ცხინვალსა და სოხუმში ის იქნებოდა დაუპატიჟებელი სტუმარი. ამერიკაში კი ის სხვა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მიიწვიეს ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის გორდონის თბილისში ვიზიტისას. ირაკლი ალასანია თითქმის მაშინვე გამოეხმაურა მიწვევას. გაჩეჩილაძე კი იმ მომენტში გახვეული იყო პოლიციასთან კონფლიქტში. ახლა საპროტესტო აქციები ოდნავ ჩაწყნარდა და მას შეუძლია თავს ამერიკაში რიგი "მნიშვნელოვანი საკითხების" ჩატარების უფლება მისცეს.

მოსკოვში წასვლის მზადყოფნის განცხადებისას გაჩეჩილაძე ნამდვილ გმირობას იჩენს. რუსეთში მას არაფერი ემუქრება. აი საქართველოს პრეზიდენტის მომხრე პოლიტიკური ელიტა კი უკვე ერთი კვირაა დუღს ბერლინში გამართული შეხვედრის გამო, რომელიც შედგა ლევან გაჩეჩილაძეს, დავით გამყრელიძესა და კახა თარგამაძეს შორის. "ჩრდილოელ მტერთან" კავშირებში ეჭვმიტანილი ლიდერი ხომ თითქმის "პოლიტიკური გვამია".

მიუხედავად ამისა, არც ზურაბ ნოღაიდელს შეეშინდა იმავე ნაბიჯის გადადგმა. როგორც კი ის ხელისუფლებაში მოვა (გეგონება ჯერ არ ყოფილა), "მაშინვე დაიწყებს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების პროცესს". ამის შესახებ განაცხადეს მისმა მოკავშირეებმა, რომლებმაც საზოგადოებას გააცნეს პარტიის მიერ შედგენილი საგარეო პოლიტიკის ვექტორები.

რუსეთთან შერიგების სურვილს ქართველი პოლიტიკოსები პირველად არ ავლენენ. მიხეილ სააკაშვილმაც კი გააკეთა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მინიშნება თებერვალში. ზაფხულისთვის მსგავსი განცხადებები გაქრა. როგორც ჩანს, მას არ მოეწონა დიმიტრი მედვედევის განცხადებები იმის შესახებ, რომ ის უარს ამბობდა ცხინვალის ტრაგედიაში დამნაშავე ადამიანთან ურთიერთობებზე, რადგანაც ეს ადამიანი არც კი ფიქრობს მეზობლებისთვის ბოდიშის მოხდას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100