RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო სამოთხეა ექსტრემალებისთვის

01.07.2009  |  14:14

3225.jpegქართული კურორტები ნახევრად ცარიელდება. სასტუმროები ფასებს აკლებენ, ოღონდაც მოიზიდონ ტურისტები. თუმცა მოგზაურები არ ჩქარობენ ამ საოცარი ქვეყნის მონახულებას. როგორ უნდა გადარჩეს კრიზისის დროს საქართველოს ტურისტული ბიზნესი?

კრიზისი საქართველოს ტურისტულ და სასტუმრო ბიზნესს მაშინვე არ მისწვდომია. ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისმა მფლობელებმა თავში ხელი იცეს. ზამთრისთვის ცუდი პროგნოზები მოიტანა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა. გაზაფხულზე კი შემოსავლის უაკანასკნელი იმედი საპროტესტა აქციებმა დაასამარეს.

გამოცემა "ეკონომიკური პალიტრა" ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ ფასების მაჩვვენებლის მიხედვით საქართველოს სასტუმროს ბიზნესი წელს 2004 წლის დონეს დაუბრუნდა. მფლობელები ზარალში რჩებიან. სასტუმრო "თორის" მთავარი მენეჯერი აღნიშნავს, რომ მაისში 42 ნორმიდან მხოლოდ 1-2 თუ იყო დაკავებული. "ასეთი დატვირთვით მუშაობა დიდი ზარალია სასტუმროსთვის. ადრე ყოველ დღე კონფერენციის დარბაზი ქირავდებოდა სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, ახლა კი ბიზნესი ასეთი ხარჯებისგან თავს იკავებს. 2007 წელთან შედარებით სასტუმროს შემოსავლები 70%-ით შემცირდა",- აცხადებს ის.

ქობულეთის სასტუმრო Georgian Palace-ის მენეჯერმაც დაიჩივლა, რომ ტურისტული ნაკადი 20%-ით შემცირდა. სასტუმროს მფლობელებს უკვე მოუწიათ ფასების 150-დან 99 ლარამდე დაწევა. "ბორჯომის ხეობის" გამაჯანსაღებელ ცენტრში მენეჯმენტი არ წავიდა ფასების დაკლებაზე და ტურისტების რაოდენობა იქ ორჯერ შემცირდა.

გასული წლის შედეგების მიხედვით უზარმაზარ ზარალზე განაცხადა სასტუნრო კომპლექსმა "გუდაური". 2008 წელს დანაკლისმა 3 797 000 ლარი შეადგინა. მოეკლდ 2007 წელს მას უკვე ჰქონდა 3 606 000 ლარის ოდენობის ვალი. კომპლექსის ხელმძღვანელობა დანაკლისს ფულის საბაგირო გზის მშენებლობაში ჩადებით ხსნის. "გუდაურის" საკონტროლო პაკეტი ხელისუფლებას ეკუთვნის, 10,5% "ბი-თი-ეი ბანკს" და 2,5% - ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

კომპლექსის გაკოტრებისგან ხსნა მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებს შეუძლიათ. ახლახან საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ ქართულ მასმედიას განუცხადა, რომ "გუდაურის" შეძენით ებრაელები დაინტერესდნენ. 9 ივლისს თბილისში ჩამოდის ისრაელის მეწარმეთა ასოციაცია, რომელთა შორისაც, ჟვანიას თქმით, იქნება სასტუმროს პოტენციური მყიდველიც.

ტურისტული ბიზნესის მდგომარეობა სულაც არ აღელვებს საქართველოს მთავრობას. ჩინოვნიკები პრობლემებს სულაც არ იღებენ თავიანთ თავზე. ისინი ამას აბრალდებენ გასული წლის აგვისტოს მოვლენებს და ოპოზიციის უკმაყოფილების გამოვლენას. ხელისუფლების აზრით, ის ისედაც ბევრს აკეთებს ეკონომიკის ამ სექტორის მხარდასაჭერად.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100