RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ლოკომოტივი ქართული ეკონომიკისთვის

02.07.2009  |  11:13

3238.jpegსაქართველოს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, გამოაქვეყნა ეკონომიკის სტიმულირების ზომების პაკეტი. პრიორიტეტი მიეცა მშენებლობას  და საბანო სისტემას. კრიზისიდან გამოსვლისას ამ სფეროებმა  სხვა დანარჩენები უნდა დაუბრუნონ ეკონომიკურ ცხოვრებას.

ეკონომიკის  კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე  ხელისუფლება დიდხანს ფიქრობდა. როდესაც ის უკვე მზად იყო, ექსპერტებს გააცნეს მისი შემადგენლობა. ეკონომისტებმა  ის მაშინვე გააკრიტიკეს. მათ ეჭვი ეპარებოდათ სახაზინო ქაღალდების გამოშვების აუცილებლობაში, არ მოსწონდათ საგადასახო ფასების შემცირების ნელი ტემპები. ცდილობდნენ ყურადღება მიექციათ გადავადებული კრედიტების პრობლემისთვის.

მაგრამ  დადგა დღე, როდესაც გეგმა  მთლიანად მზად იყო. ის საზოგადოებს  წარუდგინა ნიკა გილაურმა. დოკუმენტის დამტკიცებას მთავრობის წევრები დღეს აპირებენ. ის 5 პუნქტისგან შედგება. პირველი ეხება სამშენებლო სექტორს, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა კრიზისმა. ჩინოვნიკები აპირებენ მშენებლებს დაეხმარონ დაუმთავრებელი შენობების აშენებაში და შემდეგ გამზადებული საცხოვრებლების რეალიზებაში. მშენებლობას კრედიტების საშუალებით დაასრულებენ, რომლებსაც ბანკები სახელმწიდო გარანტიების ქვეშ გასცემენ. ახალაშენებულ ბინებს კი ხელისუფლებას მიჰყიდიან. თბილისში ახალასენებულ ბინებში დაასახლებენ ავარიული სახლების მაცხოვრებლებს.

თბილისის მერიის, სამშენებლო კომპანიების და ბანკების ჯგუფი საცხოვრებლით უზრუნველყოფს 50 ათას ოჯახს, რომლებიც ძველი თბილისის ავარიულ სახლებში ცხოვრობენ. ამ პროგრამაში მონაწილეობას 40 სამშენებლო კომპანია მიიღებს, რომლებიც შეძლებენ 420 000 კვადრატული მეტრის სამშენებლო ფართის დასრულებას. მშენებლობის განახლებას ხელისუფლება შემოდგომაზე ელის.

თბილისის  მერის გიგი უგულავას თქმით, ეს პროექტი დაეხმარება სამშენებლო ბზინესის სტიმულირებას და გადაჭრის ქალაქის ისტორიული  ნაწილის პრობლემებს. თანაც  უმუშევართა რაოდენობაც შემცირდება. თუკი ავარიული სახლის მფლობელებს სურვილი ექნებათ, მათ შეეძლებათ ძველ სახლებში ცხოვრება, სანამ მშენებლობა არ დასრულდება. გათავისუფლების შემდეგ ავარიული შენობები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა. ახლა მათ რემონტზე ყოველწლიურად იხარჯება 176 მილიონი ლარი. შემდგომში მათ ან დაანგრევენ, ან მიწასთან ერთად გაყიდიან, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ახალი ბინების ყიდვის ხარჯები დაფაროს. სამწუხაროდ, საქართველოს სხვა რეგიონში მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებაზე ჩინოვნიკები არ საუბრობენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100