RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში ნიკოლაევის ხიდი აღადგინეს. ომი გადაიდო

02.07.2009  |  15:55

3242.jpegმამისონის უღელტეხილთა ნიკოლაევის ხიდი, რომლის აფეთქებაც გაიგივებული  იყო ახალი ომის დაწყების სიმპტომთან, აღდგენილია. ხიდი დღეს გაიღება და მოსახლეობა მაშინვე შეძლებს სარგებლობას. თუმცა ომის თემის მუსირებას მაინც აგრძელებენ ქართული, რუსული და დასავლური მასმედიები.

ნიკოლაევის  ხიდის აფეთქება ოპოზიციასა ხელისუფლებას შორის დაპირისპირების დამწვავების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებდა, რომ მან განზრახ გადასცა რუს სამხედროებს ქართული მიწის 20 კვადრატული კილომეტრი. ქართულ მასმედიაში ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ იქ ამერიკა აპირებს თავისი რადარის დაყენებას. სწორედ იქ მოხდება შემდეგი შეტაკება.

ხიდის თაობაზე ატეხილი დავა დაემთხვა "პროგნოზებს" იმის შესახებ, რომ მორიგი ომი დაიწყებოდა 29 ივნისს, "კავკასია 2009" წვრთნები დაწყების დღეს. მადლობა ღმერთს, კალენდარზე უკვე ზაფხულის მეორე თვეა, ომი კი არ დაწყებულა. ნიკოლაევის ხიდიც აღადგინეს. ახლა ქართველი მესაზღვრეების "უომრად უკავ დახევის" შესახებ დავის მიზეზიც კი არ არსებობს. როგორც ჩანს, შეურიგებელი ოპონენტები - ქართველი ოპოზიციონერები და ხელისუფლების წარმომადგენლები - უკვე ვეღარ შესძლებენ ამ ბანქოს გათამაშებას შიდაპოლიტიკურ თამაშში.

თუმცა მასმედია და ექსპერტები თითქოს ჯიუტობენ და მაინც საუბრობენ კავკასიაში მორიგ ომზე. ბრიტანული გაზეთი "თაიმსი" ირწმუნება, რომ რუსეთში ბარაკ ობამას ჩამოსვლამდე სამხედრო წვრთნების ჩატარება, ეს არის საქართველოს ნატოში გაერთიანების ჩაშლის დემონსტრაცია. რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ანდრეი ილარიონოვის თქმით კი, ქართულ-რუსული ომი შეიძლება განახლდეს 6 ივლისის შემდეგ, წვრთნების დასრულებისთანავე. თუმცა მის სიტყვებს ის აქარწყლებს, რომ 6 ივლისს მოსკოვში ბარაკ ობამა ჩადის. მისი დიმიტრი მედვედევთან საუბრის მთავარი თემა იქნება რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. ასე რომ საქართველოს თემა უკანა პლანზე გადაიწევს.

მეორე საკითხია: მართლაც მოხდება  თუ არა ასეთი ნანატრი  "გადატვირთვა". ბრიტანელი  კორეპსონდენტის აზრით, ბევრი  რამ არის დამოკიდბეული იმაზე, თუ ვინ იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და როგორ შედეგებამდე  მიიყვანს ის. როგორც ჟურნალისტი ვლის, "გადამწყვეტი სიტყვა" არის საქართველო, "რომელიც დაუღალავად იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის".

მიუხედავად  იმისა, რომ რუსეთმა არ შეასრულა რიგი ვალდებულებები, რომლებსაც  დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ტყუილად აქვს ამერიკიდან დახმარების მიღების უფლება. რას ეტყვის ობამა მედვედევს, ასეთი "დარღვევების" თაობაზე, ფიქრობს ჟურნალისტი. სახალხოდ, ალბათ, არც არაფერს. მას სურს "გადატვირთვის ღილაკზე დაჭერა", საქართველო კი პატარა ქვეყანაა, თანაც ძალიან შორს არის, რათა რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ამერიკისთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100