RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჟენევის დისკუსიები: შედეგები ნულოვანი, ყველა კმაყოფილია

02.07.2009  |  16:04

3245.jpegჯენევაში  შედგა კავკასიის სიტუაციაციის დისკუსიის მეექვსე რაუნდი. კონკრეტული რეზულტატების არქონის მიუხედავად, მოლაპარაკების  მონაწილეები შეხვედრით  კმაყოფილები დარჩნენ. შემდეგი რაუნდი დაგეგმილია 17 სექტემბერს.

საქართველოს, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს  და რუსეთს შორის დისკუსიების  მეექვსე სერია საკმაოდ  დაძაბული აღმოჩნდა. ისე ჩანდა, თითქოს მოსკოვის და თბილისის წარმომადგენლები შვეიცარიაში  იყვნენ თავიანთი წინადადებით, მაგრამ ამ ინიციატივებს ანალიტიკოსები ურთიერთგამომრიცხავად თვლიდნენ. აი ასე გამოვიდა საბოლოოდ. მოსკოვის მოთხოვნაზე, რომ საქართველოს ხელი მოეწერა ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე ახალგაზრდა რესპუბლიკების წინააღმდეგ, საქართველომ უპასუხა რომ თანახმაა, ოღონდ იმ პირობით, თუკი რუსეთის ჯარი დატოვებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს.

"საქართველოს  პოზიცია ძალის გამოუყენებლობის  შესახებ არ შეიძლება არ აღლევებდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს,- აცხადებდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი.- რუსეთმა ოფიციალურად აღიარა რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ამიტომაც არ არის საჭირო მოლაპარაკების ისეთ სიბრტყეზე გადატანა, რომელიც არ არსებობს". დიპლომატის თქმით, თბილისი ახალგაზრდა რესპუბლიკებს თავის შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევს. ბუნებრივია, არც მოსკოვი, არც სოხუმი და არაც ცხინვალი ასეთ მიდგომას არ იზიარებენ. მიუხედავად ამისა ამ მნიშვნელოვანი თემის განხილვა მაინც გაგრძელდება. როგორც ევროკავშირის სპეც-წარმომადგენელმა პიერ მორელმა განაცხადა, ამ დოკუმენტის ხელმოწერა შეიძლება ამიერკავკასიაში სიტუაციის დარეგულირების უმთავრეს ელემენტად იქცეს და ამ პოზიციას კონსულტაციების ყველა მონაწილე იზიარებს.

შემდგარი  რაუნდის მეორე მთავარი  თემა იყო ჟენევის მოლაპარაკებებისთვის  ფორმატის შეცვლა გაეროსა  და ეუთოს მისიების წასვლის  გამო. კავკასიიდან ორი საერთაშორისო მისიის წასვლის შემდეგ მთავარ საკითხად იქცა მათი თანათავმჯდომარეობა ჟენევაში. საქმე ისაა, რომ ნიუ-იორკშიც და ვენაშიც ახლა უფრო მეტს საუბრობენ მისიების შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვიდრე რეალურად მუშაობენ ახალ მანდატებზე.

გრიგორი კარასინმა გამოთქვა იმედი, რომ ეუთოს დამკვირვებლები შეძლებენ უახლოეს მომავალში  კავკასიაში დაბრუნებას. "სავსებით  ბუნებრივია, რომ დამკვირვებელთა ერთმა ჯგუფმა უნდა იმუშაოს  სამხრეთ ოსეთში, მეორემ -  საქართველოში,- აღნიშნა მან.- მაგრამ, სამწუხაროდ ეუთოში ისეთი პოზიცია ჩამოუყალიბდათ, თითქოს არ შეიძლება ამ მისიის ორ ჯგუფად დაყოფა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100