RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დეზერტირ გლუხოვს მეწყვილე გამოუჩნდა

06.07.2009  |  10:12

3261.jpegრიგითი  დიმიტრი არტიომოვის გაქცევის ისტორია უახლოეს დღეებში შეიძენს შესაფერის პოლიტიკურ ელფერს და ახალი დისკუსიების საგანი გახდება. თუმცა უკვე დროა რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს ვკითხოთ, თუ რატომ და რა საფუძვლით იმყოფებიან სამხრეთ ოსეთში სასწრაფო სამსახურის ჯარისკაცები, რომლებიც ძველებურად ხდებიან აუტანელი მოპყრობის მსხვერპლები.

ჰიტლერის  გერმანიის საბჭოთა კავშირზე მუხანათურად თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე დაფიქსირდა დეზერტირობის რამდენიმე ფაქტი გერმანელ ჯარისკაცებში, რომლებიც, საზღვრის გადაჭრის შემდეგ, ცდილობდნენ საბჭოთა სამხედრო უფროსობის გაფრთხილებას მოსალოდნელი ომის შესახებ. ამ სამხედრო მსახურების ბედი უცნობია. შეიძლება, ისინი პროვოკატორებად ჩათვალეს.

მაგრამ  ეს გერმანელი ანტიფაშისტები საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ კომუნისტური იდეის გამო.

საქართველოში  თავისი ნაწილიდან გაქცეული დიმიტრი არტიომოვი სულაც არ ცდილობდა საქართველოს გაფრთხილებას რუსეთისგან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. იმიტომ რომ არანაირ თავდასხმას რუსეთის ჯარი არ ამზადებს.

რუსი სამხედრო მსახურების ჯარიდან გაქცევის ფაქტები იშვიათობა სულაც  არ არის. სამწუხაროდ, მიუხედავად ჯარის უფროსობის მრავალგზის გაკეთებული განცხადებებისა იმის შესახებ, რომ პირადი შემადგენლობის აღზრდა საჭირო დონეზე დგას, აუტანელი მოპყრობა ხშირად აიძულებს ახალგაზრდა ჯარისკაცებს გაქცევას.

უკანასკნელ  დრომდე ეს "უნებლიე დეზერტირები", როგორც წესი, გარბოდნენ მშობლებთან, რათა ამ უკანასკნელებს ისინი  დაეცვათ.

არავის  მოსვლია აზრად ესტონეთში  ან ფინეთში გაქცევა, მითუმეტეს  უკრაინაში, ბელორუსიაში  ან შუააზიურ რესპუბლიკებში. სამაგიეროდ ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოიძებნა ქვეყანა, რომელიც დიდი სიხარულით იღებს თავის ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებს და მზად არის მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს, მოგვიანებით კი მოქალაქეობაც, თუმცა არანაირი იდეური მოტივები ახალგამოჩენილ დეზერტირებს არ ამოძრავებდათ.

როგორც  უკვე ვთქვით, იანვარში საქართველოს  შსს-მ განაცხადა, რომ რუსეთის  არმიის სერჟანტი ალექსანდრ  გლუხოვი გამოიქცა საკუთარი ნაწილიდან და ჩაბარდა ქართულ პოლიციას. თავად გლუხოვმა ქართულ მასმედიას განუცხადა, რომ გამოიქცა ცუდი პირობების გამო და თბილისში აპირებდა ცხოვრებას. რამდენიმე დღეში გამოცხადდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრავალჯერადი კონსულტაციების შემდეგ მიითო გლუხოვის თხოვნის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მისთვის პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსის მიცემის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა მარიანა ნანობაშვილმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100