RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთომ გადაწყვიტა საკუთარ თავს კრიტიკულად შეხედოს?

06.07.2009  |  10:18

3264.jpegეუთო  ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამხრეთ  კავკასიაში დამკვირვებელთა მისია, რომლის მანდატიც 30 ივნისს ამოიწურა. ამის შესახებ განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ დორა ბაკოიანიმ, როდესაც კავკასიის რეგიონში ტურნეზე მიდიოდა.

"ჩვენ საქართველოში ეუთოს მისიას აღვადგენთ,- აცხადებდა ბაკოიანი.- ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, როდესაც ჩვენ შევუდექით ახალი მანდატის დამუშავებას. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება, ამიტომაც მისია დღეს შეწყვეტილია. ჩვენ წამოვაყენეთ წინადადებები და იმ შემთხვევაში, თუკი დავინახავთ, რომ შეგვიძლია ახალი შეთანხმების გაფორმება, განვაახლებთ მოლაპარაკებებს. ჩვენ არ ვნებდებით."

ბაკოიანის ეს გამონათქვამი გახდა ეუთოს  პირველი ოფიციალური განცხადება მას შემდეგ, რაც 30 ივნისს მისი მისია შეწყვეტის რეჟიმზე  გადავიდა.როგორც ცნობილია,  რუსული მხარე არაერთხელ  მოუწოდებდა პარტიონებს კონსულტაციის გაგრძელებისკენ მისიის მანდატის გაგრძელებაზე და გამოდიოდა თავისი ინიციატივებით ორი ოფისის შექმნია თაობაზე - ცხინვალსა და თბილისში. თუმცა საქართველო რამდენიმე წევრი ქვეყნის მხარდაჭერით უარყოფდა ამ წინადადებებს. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ქართული რიტორიკის ფონზე ეუთოს მისიის კავკასიაში შენარჩუნების აუცილებლობის თაობაზე. მაგრამ ოფიციალური თბილისის წინადადებს კომპრომისულს ვერანაირად ვერ უწოდებ. მხოლოდ კეთდებოდა შეთავაზებები ეუთოს მისიისთვის პოლიციური უფლებების მინიჭებაზე და "საკუთარ ტერიტორიაზე" დაშვებახე, ანუ, როგორც ქართველი სტრატეგები ფიქრობდნენ, სამხრეთ ოსეთშიც. ბუნებრივია არც ცხინვალს და არც მოსკოვს, რომელმაც აღიარა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ასეთი "წინადადებები" მიღება არ შეეძლოთ.

ახლა  ეუთოს ორი გზა აქვს - ან საქართველოს ვირტუალური ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ან განახლებული მისიის მანდატზე მუშაობა. სხვათა შორის, მოვლენათა პირველი ვარიანტით განვითარებამ უკვე მიგვიყვანა იქამდე, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლები ახლა კავკასიას ტოვებენ. მაგრამ შესაძლებელია კი სუტიაციის თავიდან გააზრება საერთოდ ინტერესებისთვის და მეორე გზის არჩევა?

ახლა  დორა ბაკოიანი საუბრობს იმაზე, რომ ეუთოს ერთ-ერთი მთავარი  მიზანია უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაზე ღია და გულახდილი დიალოგი. "კოლეგების უმეტესობა დაეთანხმა იმას, რომ აუცილენელია ეუთოს სხვა წევრების სურვილების გათვალისწინება და მომავალში დიალოგის უკეთესი მექანიზმის შექმნა,- აღნიშნა ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ.- და ჩვენ ამას გავაკეთებთ". საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები საკმაოდ დამაიმედებელია. საქმე ისა, რომ რუსეთი უკვე დდი ხანია გამოდის ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქუტექტურის შექმნის ინიციატივით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100