RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

”სიტყვების ფრთხილი შერჩევის” სარგებლობის შესახებ

06.07.2009  |  14:59

3269.jpegსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოდო დროა უდიდეს სიმპათიას  განიცდის ლიტვის, განსაკუთრებით  კი მისი პრეზიდენტის - ვალდას ადამკუსის მიმართ, რომელიც  ამ დღეებში თავის პოსტს ტოვებს. ლიტვის პრეზიდენტს საქართველოში ვიზისტის დროს მიანიჭეს ქართველებისთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდო - ვახტანგ გორგასლის ორდენი. ახლა კი მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა ლიტვის სახელმწიფოებრიობის 1000 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ზეიმში.

როგორ შეიძლება ასეთი მოვლენის გამოტოვება, როგორ არ უნდა ისარგებლო შემთხვევით მსოფლიოსთვის კიდერ ერთხელ იმის განცხადებისა, რომ "პატარა დემოკრატიული საქართველო", ისევე როგორც "უზარმაზარი დემოკრატიულილიტვა", მამაცურად იტანენ "დიდი  აგრესიული და ტოტალიტარული რუსეთის" თავდასხმებს. სხვაგან სად იპოვი გულახდილობსთვის ისეთ შსაფერის ადგილს, როგორც ვილნიუსში.

ახლახან აქ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის  სხდომა ჩატარდა, სადაც ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი თავის გამოსვლაში კიდევ  ერთხელ დაესხა თავს რუსეთს იმიტომ, რომ მან საქართველოს "ოკუპაცია მოახდინა". პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ იმაზე თვალის დახუჭვა, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ცალმხრივი წესრიგით ბლოკავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

ადამკუსის თქმით, არ შეიძლება იმ დროს დავუბრუნდეთ, როდესაც მსფოლიო  გავლენის სფეროებად იყო  დაყოფილი. ლიტვის პრეზიდენტმა  ახსენა მოლოტოვ-რიბენტროპის  პაქტი,რომელზეც დართული  იყო საიდუმლო პროტოკოლები  აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა  კავშირსა და გერმანიას შორის გავლენის სფეროების გადანაწილების შესახებ. "ჩვენ არ შეგვიძლია ძალით თავს მოხვეული "ახალი რეალობების" მიღება. ჩვენ არ შეგვიძლია ბედის ანაბარა დავტოვოთ ათასობით ადამიანი,რომლებიც მოხვდნენ სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვეთში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტის ზონებში. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა მდგომარეობს ნდობის შექმნაში, უთანხმოებების გადაწყვეტაში და უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოების სუვერენიტეტის უზრუნველყოფაში",- აცხადებდა ლიტვის პრეზიდენტი.

იმის  ახსნისას, თუ რატომ აყენებს ლიტვა ასეთ მწვავე საკითხებს მაშინ, როდესაც ეუთოს წარმომადგენლები უფრო რბილ ტონს ამჯობინებენ, ადამკუსმა ხაზი გაუსვა, რომ სინამდვილეში ლიტვა კი არა ეუთო უნდა იყოს უხეში, როდესაც მისი წარმომადგენლები ტერიტორიიდან "გამოყარეს". რატომ არის მათი ტონი უფრო რბილი, ვიდრე ვილნიუსის, ლიტვის პრეზიდენტს არ ესმის.

აი სწორედ ამ გაუგებრობამ აიძულა ეუთოს  საპარლამენტო ასამბლეის  თავმჯდომარეს, პორტუგალიელ  პარლამენტარს ჟოაო სოარეშს  თავისი აზრის გამოთქმა აგვისტოს მოვლენების შესახებ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100