RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კიევი-თბილისი: იარაღის მიწოდება გრძელდება

06.07.2009  |  15:24

3272.jpegუკრაინა აგრძელებს საქართველოს შეიარაღებას. თანაც კიევში აცხადებენ, რომ კონტრაქტს იმ დრომდე შეასრულებენ, სანამ საკუთარ სიტყვას არ იტყვის გაეროს უშიშროების საბჭო. ეს უკანასკნელი სდუმს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე სიტუაცია კი, კვალავ დაძაბულია.

„ჩვენ ვასრულებდით და ვაგრძელებთ კონტრაქტის შესრულებას, რომელიც  ადრე დავდეთ და გავაგრძელებთ მის შესრულებას, სანამ გაეროს უშიშროების საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას აკრძალვის შესახებ - „სეგოდნია.უა" ახდენს სახელმწიფო კომპანია „უკრექსპორტის" ხელმძღვანელის სერგეი ბონდარჩუკის ციტირებას - საქართველოსთან ჩვენ ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს". ბონდარჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს მხოლოდ თავდაცვისთვის აუცილებელ შეიარაღებას აწვდის.

თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე Т-72-ის ტიპის ჯავშანტექნიკის მიწოდების შესახებ არაერთგვაროვნად უპასუხა: ანუ მათი განხილვა ასეც შეიძლება და ისეც. უკრაინა ახორციელებს იარაღის მიწოდებას, მაგრამ არ იღებს პასუხისმგებლობას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებენ მათ,- აღიარა „უკექსპორტის" ხელმძღვანელმა. - ყველაფერი ზდემეტად პოლიტიზირებულია. ზოგიერთებს  სურთ სკანდალი შექმნან არაფრისგან და ამით დივიდენდები მიიღონ". დამატებით ბონდარჩუკმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის მთავარი პარტნიორია და პირველ ადგილზე აქ პოლიტიკა კი არა ეკონომიკური ინტერესი დგას:" ქართული კონტრაქტების შემწეობით ჩვენ სხვათაშორის ჩვენ საწარმოებს ვაძლევთ სამუშაოს, რაც კრიზისის პირობებში ფრიად აქტუალურია".

უკრაინის  პოზიცია თითქოს მარტივი და გასაგებია - ისინი მხოლოდ და მხოლოდ ფულს აკეთებენ. დანარჩენი კი მათ არ ეხებათ. რაღათქმაუნდა მოსკოვის აზრი მათთვის არ არის მნიშვნელოვანი.  მაგრამ პარტნიორული შეხედულებებიდან გამომდინარე შეიძლებოდა გაეხსენებინათ ერთმორწმუნე მეზობლის მტკივნეულ რეაგირებაზე აგრესორი ქვეყნის შეიარაღების შესახებ, რომელმაც გასული წლის აგვისტოში რუსი მშვიდობისმოყოფლების სისხლი დაღვარა. თანაც რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ ამა წლის იანვარში ხელმოწერილი დოკუმეტისთვის „საქართველოსათვის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების აკრძალვაზე" ალბათ ღირდა ყურადღების მიქცევა. მასში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ 2011 წლის 1 დეკემბრამდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან აკრძალულია საქართველოსთვის მიყიდვა, გადაცემა ან მიწოდება სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა. ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ეკონომიკური სანქციები იმ უცხოური სახელმწიფოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების  მიმართ, რომელნიც თბილისს ამგვარ პროდუქციას მიაწვდიან.

ცნობისათვის, მოსკოვმა ჯერ კიდევ სექტემბერში საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დააყენა საკითხი, საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანა რეზოლუციის პროექტი საქართველოს მიმართ შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს შემოღების შესახებ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100