RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბვუნებრივ აირთან დაკავშირებული თამაშები საქართველოს გარშემო

07.07.2009  |  10:09

3278.jpegროგორც ჩანს რუსეთმა Nabucco-ს ლობისტებს ჭკუაში აჯობა, რომელთა შორის საქართველოც გახლდათ. დასაწყისისთვის მოსკოვმა შეთანხმება გააფორმა აზერბაიჯანთან დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ, შემდგომ კი თურქეთი მოიწვია მონაწილეობის მისაღებად „სამხრეთ ნაკადში". თუ კი ამან არ აიძულა ანკარა უარი ეთქვა ნაბუქოში მონაწილეობაზე, საბოლოო ჯამში რუსული პროექტით დაინტერესებული მხარე მაინც გახადა.

რუსეთი  თანამიმდევრულად ანგრევს იმ სახელმწიფოთა იმედებს, ვისაც ფსონი შუა აზიიდან ევროპისკენ მიმავალ ნაბუქოს გაზსადენზე  აქვს დადებული. ერთერთი სატრანზიტო ქვეყანა ამ პროექტში საქართველო უნდა იყოს, დღესდღეობით უკვე მის ტერიტორიაზე მიედინება ბუნებრივი აირის ნაკადი ბაქო-თბილისი-ერზრუმი, რომელიც შესაძლოა გახდეს აზიურ-ევროპული ენერგეტიკული არტერიის ნაწილი. ჯერჯერობით ქართულ მონაკვეთს მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობა აქვს, მომავალში კი მას შესაძლოა კონტინენტალური ფასეულობა შეეძინა. სხვათაშორის Nabucco ჯუზეპე ვერდის ოპერის „ნაბუქოს" პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც კომპოზიტორს პოპულარობა მოუტანა მთელს ევროპაში.

პროექტის  რეალიზაციის შემთხვევაში  საქართველოს, ევროკავშირში და ნატოში შეღავათიანი პირობებით შესვლის იმედიც აქვს. ეკონომიკური მოგება რაში მდგომარეობს! როგორც აღნიშნავს „24 საათი", რომლზე დაყრდნობითაც აქვეყნებს პორტალი „ბიზნეს საქართველო", დღესდღეობით 30 მილიარდი კუბომეტრი ცისფერი აირის ყოველწლიური ამოტუმბვის შემთხვევაში საქართველო უფასოდ იღებს გატარებული აირის ხუთ პროცენტს, 300 მილიონ კუბომეტრს კი შეღავათიანი ფასით ანუ 63 ამერიკულ დოლარად ყიდულობს. ნაბუქოს რელიზების და გამტარიანობის გაზრდის შემთხვევაში „მუქთა" აირი გაცილებით მეტი იქნებოდა.

თუმცა, პროექტი რომელიც ლამის  განხორციელდა მაისში კონკრეტული შეთანხმებით, კვლავ სანუკვარ ოცნებად გადაიქცა. ბუნებრივი  აირის მდინარის სათავე რომელიც  დაახლოებით 30 მილიარდი კუბომეტრის სიმძლავრის უნდა იყოს შესაძლოა ირანი, აზერბაიჯანი ან თურქმენეთი გამხდარიყო. მაგრამ თეირანმა ჯერ ვერ დაარეგულირა კონფლიქტი ა.შ.შ-სთან საკუთარ ატუმურ პროგრამასთან დაკავშირებით, ორმა დანარჩენმა მომპოვებელმა ქვეყანამ თავიდან უარი თქვეს მავალდებულებელი დოკუმენტის ხელმოწერაზე, ახლა კი სხვაგან თამაშიც განიზრახეს.

თავიდან დარტყმა ნაბუქოს თურქმენეთმა  მიაყენა. უკვე ამ წლის დასასრულისთვის ის ჩაუშვებს გაზსადენს ჩინეთში. 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი გუბანგულ ბერდიმუხამედოვი  მოელაპარაკა ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკის ვიცე პრემიერ ლი კეციანს, ამ ქვეყანაში ყოველწლიურად 40 მილიარდი კუბომეტრის აირის მიწოდების შესახებ 30 წლის განმავლობაში. ვინაიდან კიდევ 40 მილიარდი კუბომეტრის შესყიდვის პირობა უფრო ადრე „გაზპრომთან" დადო, ასე რომ ამ წუთისათვის მოპოვებული 70 მილიონი კუბომეტრი გაზი აწ უკვე დაკონტრაქტებულ ხელშეკრულებებსაც არ ეყოფა. ამგვარად ნაბუქოში მონაწილეობაზე თურქმენეთი ამჟამად ვერც დაფიქრდება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100