RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კავკასიაში პოლიტიკური აფეთქება გადაიდო

07.07.2009  |  10:11

3279.jpegევროსაბჭოს  აგვისტოს კოფნლიქტის გამომცვევი კომისია დღეს გადაწყვეტს, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ინტრიგას გამოძიების ირგვლივ. კომისიის თავმჯდომარემ ჰაიდი  თალიავინიმ ითხოვა თავისი რეზულტატების გახმაურების ვადის ორი თვით გადაწევა ახალაღმოჩენილ ვითარებასთან დაკავშირებით.

როგორც  "ახალი გაზეთი" აღნიშნავს, გამოძიებისთვის ევროკავშირი  დამატებით საზსრებს არ გამოყოფს. კომისიის ბიუჯეტი 1,6 მილიონი  ევროს ოდენობით უცვლელი  რჩება. კომისიას თავის დასკვნა ამა წლის 31 ივლისს უნდა წარმოედგინა.

მიზეზები, რომლებმაც აიძულა თალიავინის თავისი სამუშაოს აუნაზღაურებლად გაგრძელება, პოლიტიკურ სიბრტყეებში  უნდა ვეძებოთ. სახალხოდ მან  დასკვნის გადავადება იმით ახსნა, რომ მისთვის ცნობილი  გახდა აგვისტოს კონფლიქტის ახალი დეტალები. მათ შესასწავლად კიდევ ორი თვე არის საჭიტო, თუკი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმებიან.

ჰაიდი თელიავინმა აღნიშნა, რომ  გამოძიების რეზულტატები  შეიძლება აღმოჩნდეს "პოლიტიკურად ფეთქებადსაშიში". თანაც, მიუხედავად იმისა, თუ ვის სასარგებლოდ გამოიტანს დასკვნას კომისია. მიხეილ სააკაშვილი, რომლის გადადგომასაც უკვე ოთხი თვეა ითხოვენ ოპოზიციონერები, თუკი ოფიციალურად იქნება აღიარებული დამნაშავედ, მაშინდე გამოემშვიდობება პოსტს. თუკი ბრალი საბოლოოდ რუსეთს დაედება, ეს ხაზს გადაუსვამს ევროკავშირის მოლაპარაკებებს მოსკოვთან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეღის თაობაზე. ამას გარდა, ქართული ჯარის მიერ რუსი სამშვიდობოების დახოცვის გამართლება, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის ტოლფასია.

მართალია  ევროპული კომისიის თავმჯდომარემ უარი თქვა იმის განცხადებაზე, თუ ზუსტად რა ვითარებები გახდა  ცნობილი ამ ბოლო დღეებშუ, ქართული და რუსული მასმედია უკვე ამ კითხვაზე პასუხის  თავიანთ ვარიანტებს გვთავაზობენ.

ქართული სააგენტო "მედიანიუსი", ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გადავადების მიზეზი რუსეთის მხრიდან თალიავინზე ზეწოლაშია. თითქოს 1 ივლისს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააფრთხილა კომისიის თავმჯდომარე, რომ რუსული მხარისთვის ცნობილია მოხსენების შინაარსი და ის მოსკოვისთვის მიუღებელია. წყაროს ცნოვით, დიპლომატი დაემუქრა, რომ თალიავინის დასკვნები დაძაბულობას შეიტანდა რუსეთისა და ევროკავშირი ურთიერთობებში და მოსკოვს თავისუფლად შეეძლო მისთვის არახელსაყრელი ადამიანის დიპლომატიური საქმისგან ჩამოშორება. "მედიანიუსის" მონაცემებით, თალიავინმა ძალიან უხეშად უპასუხა კარასინს მაგრამ მოხსენების პუბლიკაციის გადადება მაინც გადაწყვიტა.

ამასთანავე, ოფიციალურ თბილისს აუცილებლობის შემთხვევაში თავისუფლას შეუძლია კომისიის მიერ მოხსენების პირველი ვარიანტის შესწორების დამტკიცება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100