RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ომზე, სწავლებებზე ”კავკასია 2009” და ისრაელის სადაზღვეო კომპანიაზე

08.07.2009  |  20:43

3305.jpegომის თემით სპეკულირება საქართველოში, რუსეთის არმიის სწავლებების დასრულეების და რუსეთ-ამერიკის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, წესით უნდა მიწყნარდეს. სიტუაცია საქართველოს საზღვარზე გაცილებით განსხვავებულია, ვიდრე 2008 წლის ივლის-აგვისტოში. ერთეული შემთხვევები, ისეთი როგორიც იყო დღევანდელი სროლები ენგურის ხიდზე, არ შეიძლება ჩაითვალოს კონფლიქტის ზონაში საერთო დაძაბულობის მანიშნებლად.

ახლახანს დასრულდა რუსული სწავლებები, რომლის სესახებაც გაფიქრებაც კი ზარავდა საქართველოს ხელისუფლებას. სამხრეთ კავკასიის თითქმის ყველა მხარეში, რესპუბლიკაში და რაიონში იმდენად მრავალრიცხოვანი ტექნიკა და ჯარისკაცი მონაწილეობდა მანვრებში, რომ მათ გასწორება არა მარტო ტერორისტებთან, ბარკონიერებთან და პირატებთან შეეძლოთ, რომლებიც სწავლებების სცენარით იყო მონიშნული არამედ გაცილებით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთანაც. "სწავლებში "კავკასია 2009" გაწვეულნი იყვენენ ოლქის შენაერთები და სამხედრო ნაწილები, ასევე არმიის ურთიერთდამოკიდებული და ოპერატიულად დაქვემდებარებული სტრუქტურები, სამხედრო საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, კასპიის ფლოტილია, ნოვორასიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზები, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახუერების რეგიონალური სასაზღვრო სამმართველოები სამხრეთ ფედერალურ ოლქში, სამხრეთ კავკასიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეგიონალური სარდლობა და საჰაერო სადესანტო ჯარები",- ჩამოთვალა სამხრეთ კავკასიის საჯარისო ოლქის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი ბორბუნმა.

სულ ერთი კვირის განმავლობაში ტყვიაწამალი ისუნთქეს, მისი მონაცემებით, დაახლოებით რვაათასხუთასმა რუსმა სამხდრომოსამსახურემ."ყველა მიზანი და ამოცანა სავსებით მიღწეული იქნა",- ამაყად განუცხადა ბობრუნმა ჟურნალისტებს. სწავლებები დასრულდა და არანაირი პრობლემები საქართველოსთან მას არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, შედგა ა.შ.შ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ომო კი რომელიც ზოგიერთი ქართველი და რუსი ექსპერტების მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები, არა და არ დაიწყო.

მახსენდება, რომ სულ რამოდენიმე დღის წინ რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის პრეზიდენტი ანდრეი ილარიონოვი წინასწარმეტყველებდა, რომ ამერიკელი პრეზიდენტის დუნე პოზიციამ, შესაძლოა რუსეთს ომისაკენ უბიძგოს. დაახლოებით ისე როგორც შარშან, მაშინდელი ა.შ.შ.-ს ლიდერის ჯორჯ ბუშის გაუგებარმა პასუხმა რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის კითხვაზე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს. "კავკასია 2009"-ის დასრულების შემდეგაც, ირწმუნება ექსპერტი, რომ შესაძლოა განმორდეს ტრაგიკული შარშანდელი სცენარი, რომელიც თითქოს და ივლისის "2008 წლის" სწავლებებს მოჰყვა.

რათქმაუნდა შეიძლება ითქვას, რომ "ჯერ კიდევ არ არის საღამო" და გასულ წელსაც საომარი მოქმედებები ცხინვალში სწავლებების დამთავრებიდან 5 დღის შმდეგ დაიწყო, მაგრამ შეუძლებელია ვერ შეამჩნიო მაშინდელ და ახლანდელ სამხრეთ კავკასიაში განსხვავებები.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100