RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ოპოზიციის ”სამუშაო არდადეგები”

09.07.2009  |  15:26

3315.jpegსაქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კმაყოფილებით შეუძლია აღნიშნოს, რომ ოპოზიციის "საგაზაფხულო თავდასხმა" უშედეგოდ დასრულდა.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა გადაწყვიტა საზაფხულო ტაიმ-აუტის აღება, რადგანაც მათ ვერ შეძლეს თავიანთი ძაკების კონსოლიდირება. "სავსებით ნათელია, რომ ამ ეტაპზე საპროტესტო აქციებს რეზულტატი არ მოაქვს, საპროტესტო ტალღის ხელოვნურად შენარჩუნება კი არ ღირს. ბევრად უკეთესია შემოდგომის დალოდება და ხელისუფლებაზე თავდასხმის ახალი ძალებით დაწყება",- აცხადებდა ზურაბ ნოღაიდელი.

საპროტესტო აქციების შესვენება, განმარტა ნოღაიდელმა, პარტიის მიერ გამოყენებული იქნება მოსახლეობასთან მუშაობისთვის, შემდენ კი ის კვლავ გააგრძელებს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას.

"მე დავანგრევ და გავანადგურებ ამ ხელისუფლებას. ამის გაკეთება საქართველოს გადარჩენისთვის არის საჭირო",- განაცხადა ნოღაიდელმა. ნოღაიდელმა ასევე ახსენა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებები თავისი მისამართით. პრეზიდენტის თქმით მას ექს-პრემიერის პირადი ქონება აეჭვებს. როგორც ნოღაიდელმა განაცხადა, ფული მან ბიზნესით იშოვა და არა ხელისუფლებაში ყოფნით.

"ხელისუფლებაში ყოფნისას მე ფულს არ ვშოულობდი. მე ეს შემოსავლები ბიზნესმა მომიტანა... თუკი სააკაშვილი, რომელმაც ომი წააგო, ფიქრობს, რომ შეძლებს ჩემს დაშინებას, ძალიან ცდება,- განაცხადა ნოღაიდელმა.- მე მთავრობიდან ორი წლის წინ წამოვედი და ძალიან დამაეჭვებელია, რომ ეს ბრალდებები მხოლოდ ახლა გაჟღერდა. სააკაშვილი ხედავს, თუ როგორ ვემზადებით და ვცდილობთ ხელისუფლებაში მოსვლისთვის". მისი თქმით, მთავრობა "ისტერიკაშია", რადგანაც ხედავს "თუ როგორ იბრძვის მისი პარტია, რომელიც სექტემბერში ნებისმიერი არჩევნების მოსაგებად იქნება მზად". ხოლო იმისთვის, რომ არავის შეეპაროს ეჭვი მის პოლიტიკურ უანგარობაში, ნოღაიდელი ბიზნესიდან მთელი თავისი შემოსავლის დახარჯვას სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აპირებს.

აი ნინო ბურჯანაძეს კი სულ სხვა საზრუნავები აქვს. ფინანსთა სამინისტრო გადასახადების დროულად გადაუხდელობის გამო მის დაჯარიმებას აპირებს 1 500 000 ლარით. საიდან შეგროვდა ასეთი ასტრონომიული ციფრი?

პარლამენტის სპიკერობისას ქალბატონმა ბურჯანაძემ 2008 წლის მაისში შეისყიდა დაჩა წყნეთში მხოლოდ ერთ ლარად.

ასეთ სასაცილო ფასად შეფასებული იყო 31696 კვადრატული მეტრი მიწა და რამდენიმე სავაჭრო შენობა. და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასე თავგამოდებით ებრძვის კორუფციას, ერთხელაც არ დაეჭვებულა ამ მოქმედების სისწორეში. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილის ეს საჩუქარი ასე მაშინ "გააფორმეს", როდესაც ბურჯანაძე პოლიტიკის დატოვებას აპირებდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100