RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჭრელი მშვიდობის პერსპექტივები

09.07.2009  |  23:12

3321.jpegევროკავშირის კომისია არკვევს 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზებს და მისი წამომწყების ვინაობას. ეს კი კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული ომიდან ერთი წლის შემდეგ: ქართველებს და რუსებს ხომ არასოდეს უბრძოლიათ ერთმანეთში. თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ომიდან გაკვეთილი არავის მიუღია. საზღვარზე სიტუაცია უცვლელია. თითქოსდა იმ ექსპერტების შიშით, რომლებიც ახალ ომს წინასწარმეტყველებენ, უკვე მეორე დღეა ზედიზედ მხარეების პროვოკაციებზე აცხადებენ.

საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომზე საკუთარ დასკვნას აკეთებს,- განაცხადა კვირის დასაწყისში სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. "ეს დასკვნა არის არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოზიცია, არამედ მას მოყვება ბევრი დოკუმენტური დანართი, რომელთა მიხედვითაც ჩვენი დასკვნა გავაკეთეთ და მე ვფიქრობ, რომ ბევრისთვის საინტერესო იქნება ამ კონფლიქტის ჩვენეული ხედვა",- განაცხადა მან.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ჩაატარა ომთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა. შექმნილი იყო "საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედების შესასწავლად, რომლებიც რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის". სპეციალურად შექმნილი ორგანოს დასახელება თავად მეტყველებს საკუთარ თავზე. ასე რომ კომისიას შეეძლო არც ემუშავა - მისი დასკვნები მის სახელშივე იყო ცნობილი.

კომისია შეიქმნა 2008 წლის სექტემბრის ბოლოს. მისი სამთვიანი მუშაობის შედეგად გაკეთდა მოსალოდნელი დასკვნა: რუსეთი მრავალი წლის განმალობაში ემზადებოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის. თავად მიხეილ სააკაშვილიც მივიდა ამ კომისიის სხდომაზე, მის გამოსვლას ქართული ტელეარხები პირდაპირი ეთერით გადმოსცემდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა სახალხოდ აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთში სამხედრო ქმედებები პირველმა საქართველომ დაიწყო. თუმცა მან ამას გამართლებული და ადეკვატური ზომები უწოდა.

აგვისტოს ომის შესახებ მორიგი დასკვნის გაკეთების გადაწყვეტილება თბილისმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირის დიპლომატებმა ორი თვით გადადეს აგვისტოს მოვლენების შემსწალელი კომისიის მოხსენების გაკეთება. თავისი მოხსენება კომისიას 31 ივლისს უნდა გაეხმოვანებინა. კომისიის თავმჯდომარემ ჰეიდი თალიავინმა კომისიის მუშაობის ვადის გაზრდა მოითხოვა ახალი მასალების გამოჩენის გამო. თუმცა მოცემული გადაწყვეტილება ჯერ ევროკავშირის მინისტრებმა უნდა დაამტკიცონ.

3 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "მინდა მოგცეთ გარანტია, რომთალიავინის კომისი იტყვის, რომ ჩვენ (საქართველო) მართლები ვიყავით".

თუმცა, რიგი წყაროების ცნობით, მოხსენებამ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი. ივნისში გერმანულმა გამოცემამ "შპიგელ" მოიპოვა რიგი მასალები, რომლებიც, დამოუკიდებელი სპეციალისტების თქმით, ეჭვქევშ აყენებს თბილისის ოფიციალურ ვერსიას აგვისტოს ომზე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100