RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მისიები წავიდნენ, მაგრამ დაბრუნების პირობა დადეს

13.07.2009  |  09:37

3333.jpegგაეროს საერთაშორისო დამკვირვებლები მიდიან აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, მაგრამ არ გამორიცხავენ პერსპექტივაში ამ რესპუბლიკებში დაბრუნების შესაძლებლობას. მათი კვლავ დანახვა თითქოსდა კონფლიქტის ყველა მხარეს სურს. მაგრამ პრინციპები უშლიან ხელს. დიპლომატიური ბატალიები გრძელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაეროს მისიის დასრულების განხილვისას, ამორგანიზაციის წარმომადგენლებს არ შეეძლოთ არ ესაუბრათ გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოების მუშაობის გაგრძელების პერპესქტრივებზე, მათ შორის ოკუპირებელ ტერიტორიებზე, რაშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იგულისხმებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მოხსენება უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ალეწსანდრე ნალბანდოვის და გაეროს ევროპისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის დევიდ ჰარლანდის შეხვედრის თაობაზე საკმაოდ მოკლე იყო. "მხარეები დაეთანხმნენ იმას, რომ მომავალში გააგრძელებენ მუშაობას მითითებულ საკითხებზე და მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინირებას",- საუბარი იყო შეტყობინებაში.

15 ივლისისთვის გაეროს მისიის პოლიციური კომპონენტის დაახლოებით 500-მა სამხედრო დამკვირვებელმა უნდა დატოვოს რეგიონი, რადგანაც რუსეთმა ვეტო დაადო მისიის მანდატის ტექნიკური გაგრძელების პროექტს. ამავე დროს ახალი კავკასიური რესპუბლიკებიდან მიდიან ეუთოს დამკვირვებლებიც, რადგანაც ვერ ამ ორგანიზაციამ შეძლო აგვისტოს კონფლიქტის ყველა მონაწილისთვის ხელსაყრელი მისიის მანდატის შეთავაზება.

მაგრამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული გუშინდელი შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, ქართველებიც და ევროპელებიც ყველანაირად ეცდებიან, რომ საერთაშორისო მონიტორინგი რეგიონში დააბრუნონ. მოკლედ, საქართველოში ჯერჯერობით ევროკავშირის 200 დამკვირვებელი რჩება. ჩეხეთის, შვედეთის და ევროკომისიის წარმომადგენლები ამ დღეებში საქართველოში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში აპირებენ ჩასვლას. "ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ რუსეთმა გაეროს და ეუთოს მისიების გაგრძელებაზე უარი თქვა, იქ ჯერ კიდევ არის ევროკავშირის მისია და ჩვენ გავაგრძელებთ იმის განხილვას, თუ როგორ ვიმუშავებთ და რის გაკეთებას შევძლებთ. "სამეულის" ჩარჩოებში ჩვენ მალე ჩავალთ ამ რაიონში და ვნახავთ რის გაკეთებას შევძლებთ",- განაცხადა მოსკოვში შვედეთის ელჩმა ტომას ბერტელმანმა.

რუსეთს ასევე აქვს იმის იმედი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გადახედავენ თავიანთ მიდგომას და იქნებიან არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, არამედ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის განწყობილები. ჟენევაში პირველ ივლისს გამართულ მეექვსე რაუნდზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მისიების წასვლით და იმედი აქვს მათი დაბრუნების.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100