RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხედროების უცნაური დუმილი

13.07.2009  |  09:47

3336.jpegმასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, როგორც რუსულში, ისე უცხოურში გაშვებულია ახალი სენსაცია. აღმოჩნდა, რომ გასული წლის სამხედრო კონფლიქტის დროს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ჯარმა ექვსი თვითმფირნავი დაკარგა. ამის შესახებ დაიწერა რუსულ ინგლისურენოვან ჟურნალში Moscow Defence Brief.

ასევე მტკიცდება, რომ "სამხედრო ქმედებების დროს რუსეთის ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა. ექვსი დაკარგული თვითმფრინავიდან მტრის მიერ მხოლოდ ორის ჩამოგდება არის დამტკიცებული". სამი მათგანი ჩამოაგდო "მეგობრულმა ცეცხლმა", უბრალოდ რომ ვთქვათ, თავისიანებმა. დასკვნა: ასეთი სტატისტიკა ჯარის კოორდინაციასა და მართვაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს აჩვენებს.

2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი დღემდე კითხვეს იწვევ სამხედრო ანალიტიკოსებში, რომლებიც საუბრობენ დანაკარგის შესახებ ოფიციალური მონაცემების არაზუსტობაზე. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ჩამოაგდო 15 რუსული თვითმფრინავი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადება, რომ დაკარგა სამი შემტევი და ერთი ბომბდამშენი. თანაც რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა დანაკარგის ზომა "დიდი" უწოდა.

მოსკოვურ ჟურნალში პუბლიკაცია, როგორც მისი ავტორები ამტკიცებენ, მომზადებულია ქართული, რუსული და სამხრეთ ოსური მასმედიების საფუძველზე, ასევე სამხედროებისთვის გაკეთებული სპეციალური ინტერნეტ-ფორუმების.

ის შეიცავს სათითაოდ ყველა 6 რუსული თვითმფრინავის დაღუპვის დეტალებს. მასმედიის მოცამებზე და სამხედრო უწყებებზე დაყრდნობით სტატიის ავტორები წერენ, რომ კოორდინაციის არქონის გამო რუსეთის სამხედრო-საჰაერო და სახმელეთო ჯარები სულ სხვადასხვანაირად მოქმედებდნენ. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავდა, რომ რუს და ოს სამხედროებს რუსული თვიმთმფრინავები ხშირად ქართული ეგონათ და ცეცხლს უხსნიდნენ.

ექსპერტების მონაცემებით, რუსეთი საჰაერო ჯარის პირველი დანაკარგი იყო შემტევი სუ-25ბმ, რომელიც ჩამოაგდეს 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. "ის ოსებმა ჩამოაგდეს. მისი ვარდნა კი ტელევიზიაში აჩვენეს, როგორც ქართული თვითმფრინავის ჩამოგდება",- საუბარია სტატიაში.

"თავისიანების" მეორე მსხვერპლი გახდა შემტევი სუ-25სმ, რომელიც დავალებიდან მოდიოდა დაზიანებული. "რამდენიმე ხნის შემდეგ 1000 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას თვითმფრინავს მოხვდა რაკეტა მარჯვენა ძრავაში",- წერენ ავტორები და თან აღნიშნავენ, რომ ვარდნის დროს სამხრეთ ოსეთის მხარემ ქართული თვითმფრინავის განადგურების ინფორმაცია გაავრცელა.

მეორე დღეს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ჯარმა დაკარგა ოთხი თვითმფრინავი. ერთ-ერთი მათგანი ჯავის რაიონში ჩამოაგდეს. რუსი სამხედროები კვლავ აცხადებდნენ, რომ ჩამოაგდეს ქართული თვითმფრინავი.

პუბლიკაციაში საუბარია, რომ, სავარუდოდ, ეს იყო რუსული სუ-25, რომელიც რუსებმა გაანადგურეს, რადგანაც მაშინ საქართველომ უარი თქვა სამხრეთ ოსეთის თავზე ფრენაზე. ბოლო თვითმფირნავი ჩამოაგდეს 11 აგვისტოს შეცდომითი გასროლის დროს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100