RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქარიშხალს მონატრებულები

13.07.2009  |  09:52

3338.jpegამ დღეებში ოპოზიცია შეშფოთებას გამოთქვამდა პრეზიდენტის გაქრობის გამო. თუმცა, მიხეილ ნიკოლოზი ძე მხოლოდ ერთი დღე არ გამოჩენილა ეთერში. ან სააკაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი ოპონენტები არ გაეწბილებინა, ან არ გაეშვა ხელიდან რუსეთის ავად მოხსენიების კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მის ინტერპრეტაციაში საქართველოს ყველა უბედურებაშია დამნაშავე, ან კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა ამერიკისათვის სიყვარული და ერთგულება, მან უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მხურვალე სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ამჯერად ის დარწმუნებულია, რომ ომი არ მოხდება.

ამ დღეებში ოპოზიციამ, ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის სამითვის იუბილეზე, გულის ამაჩუყებელი მზრუნველობა გამოიჩინა პრეზიდენტის ბედიღბალზე, რომლის გადადგომასაც ასე დაჟინებით მოითხოვენ ისინი. საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა და პარტიის "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე, შეშფოთება გამოთქვა ქართული ტელეარხების ეთერში სახელმწიფოს თავკაცის ერთდღიანი არ გამოჩერნის გამო და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გაქრა.

"მიხეილ სააკაშვილმა ვილნიუსიდან მოკლე განცხადება გააკეთა 7 ივლისს დიმიტრი მედვედევისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შესახებ და ამას მერე მისი ვიზიტი აღარ გაშუქებულა. ან მას არაფერი აქვს სათქმელი, ან ის იმალება",- ქალბატონი ზურაბიშვილის ციტირებას ახდენს "ახალი რეგიონი". მომავალი დღისთვის ოპოზიციონერებმა პირობა დადეს, რომ აღნიშავდნენ გრანდიოზული მიტინგით, წინააღმდეგობის სამი თვის იუბილეს. თუმცა მოედანზე გაცილებით ნაკლები ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე დაპირებული ასი ათასი. აქციამ ექსცესებისა და ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

იმავე დღეს მიხეილ ნიკოლაევიჩმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე კვლავ აუწყა ქვეყანას რუსეთის "მუხანათური გეგმების" შესახებ. სააკაშვილის თქმით, რუსეთს ორი გეგმა ჰქონდა შემუშავებული საქართველოსთვის: ერთი ითვალისწინებდა შიდა არეულობების მხარდაჭერას, მეორე კი "პოლიტიკურ ვაჭრობას" საერთაშორისო არენაზე. პრეზიდენტმა პირდაპირ მიუთითა იმაზე, რომ ქართული ოპოზიცია ჩრდილოეთიდან ფინანსდება: რუსეთი " აქტიურად ცდილობდა და ცდილობს გამოიწვიოს შიდა არეულობა საქართველოში, რა განზრახვითაც შემოიოდა და დღემდე შემოდის საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების დასაფინასებელი რუსული ფული".

თემა ახალი სულაც არ არის. ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისადმი ბრალდებები, დიდად არ შეცვლილა. ჯერ კიდევ საპროტესტო აქციების დაწყებამდე ქვეყნის ხელისუფლება და სააკაშვილი პირადად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას იმაში, რომ ის ან კრემლის ფულით ცხოვრობს ან და იმ ქართველი ბიზნესმენების ხარჯზე, რომლებმაც ფული ჩრდილოეთში იშოვეს. აქ კანონიერი ქურდებიც იგულისხმებოდა, რომლებიც მოსკოვში დასახლდნენ. უკანასკნელ პერიოდში ეს თემა, უფრო მწვავე ფორმით გნავითარეს.

თუმცა, ამჯერად სააკაშვილმა უპირატესობა იმდენად ოპონენტების დადანაშაულებას არ დაუთმო, რამდენადაც საკუთარი რეიტინგის ამაღლებას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100