RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო ჯავრს ბელორუსიელ ტურისტებზე იყრის?

13.07.2009  |  09:54

3339.jpegქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ერთნაირად ლოიალურად არიან განწყობილი აფხაზეთისა და საქართევლოს მიმართ, კავკასიაში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდენ. თბილისში გამგზავრებამდე, ისინი სოხუმშიც იყვნენ ნამყოფები. ამისათვის მამაკაცს ჯარიმა გადაახდევინეს, ხოლო ქალბატონი ციხეში მოხვდა. თუმცა ბელორუსიის ხელისუფლება არ ჩქარობს მათ დახმარებას.

ბელორუსიელი ნიკოლაი კვანტალიანი, რომელიც დაკავებული იყო თბილისის აეროპორტში 30 ივნისს სამშოლოში დაბრუნდა, გვატყობინებს საიტი "ბელორუსიის გაერთიანებული დემოკრატიული ძალები". გასული წლის შემოდგომაზე ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთში იყო ჩასული, რათა მამის საფლავი მოენახულებინა. ამის შესახებ პასპორტში შესაბამისად დამადასტურებელი შტამპი დარჩა, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა ჩაურტყეს ადლერში. წელს კი, ის ყოველგვარი ცუდი წინათგრძნობის გარეშე გაემგზავრა საქართველოში, რომელთანაც ბელორუსიიას უვიზო კავშირი აქვს. წავიდა აფსოლუტურად ოფიციალურად, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამით, რომლის ორგანიზებასაც საქართველოს ახალგაზრდული საბჭო ახდენდა. შედეგად კი, როდესაც ნიკოლაი საპასპორტო კონტროლს გადიოდა თბილისში, ის დააკავეს.

"დახლოებით სამი საათის შემდეგ მე მკითხეს მზად ვარ თუ არა გადავიხადო ჯარიმა. მე განვუცხადე, რომ ფული არ მაქვს, სახლში კი ცოლი და ბავშვი დავტოვე და შევთავაზე ჩემი დეპორტირება. მე ხომ მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ ზონაში, აეროპორტში ვიმყოფებოდი. რაზეც მათ მიპასუხეს, რომ ჩემი დეპორტირება არ შეუძლიათ, ვინაიდან თვითმფრინავი მხოლოდ სამ დღეშია, მათ კი სატრანზიტო ზონა არ აქვთ".- ყვება კვანტალიანი. კიდევ კარგი, რომ მას თავდებში ჩაუდგენენ ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლები და ბელორუსიელ სტუმარს ციხეში ჩაჯდომა არ მოუხდა. თუმცა პასპორტი მას ჩამოართვეს სასამართლომდე.

საქართველოს კანონებით: სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში "არალეგალური" შესვლისთვის, გათვალისწინებულია ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ნიკოლაი ამ სასჯელს ორი ათასი ლარით გადაურჩა ( ეს დაახლოებით 1220 დოლარია), რომელიც მას ქართველმა უფლებათა დამცველებმა ასესხეს. სანამ ის და მისი ცოლი ცდილობნენ ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავშირებოდნენ, გაირკვა რომ საქართველოში ასეთივე მახეში უკვე მოხვდა ბელორუსიელი ქალბატონი და მშობლირი გარეპოლიტიკური უწყება მას არაფრით არ დაეხმარა. ქალბატონის ნათესავები ამჟამად ფულს აგროვებენ მისი საქართველოს ციხიდან გამოსაყვანად. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი სდუმს, რაც ყველაზე მეტად აღაშფოთებს კვანტალიანს, ვინაიდან ბელორუსიელები ხომ არავის გაუფრთხილებია შესაძლო პრობლემების შესახებ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100