RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია ქართულ ეკლესიას იცავს

13.07.2009  |  16:28

3345.jpeg„ახალი მერაჯვენეების" მომხრეები ამტკიცებენ, რომ კანონში ცვლილებების პროექტი" ნორმატიული აქტების" შესახებ შეასუსტებს სახელმწიფოს შეთანხმებას საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ხელისუფლება განმარტავს, რომ მათ სწორად ვერ გაუგეს. შესძლოა ოპოზიციას ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენება სურს, პრეზიდენტის გადაყენებისათვის ბრძოლაში.

საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია განსაკუთრებულ როლს თამაშობს და არა მარტო ზნეობრიობის სფეროში. მისი იურიდიული უფლებები გამაგრებულია კონსტიტუციითაც და კონკორდატითაც - სახელმწიფოსათან სპეციალური შეთანხმების საფუძველზე. კანონში გაწერილია, რომ „მართლმადიდებლობა - არა მარტო აღმსარებლობაა, არამედ ქვეყნის აღმშენებლობისათვის აუცილებელი ფუნდამენტი".

ოპოზიციის მონაცემებით, ხელისუფლება იმგვარ შესწორებებს ამზადებს, რომლებიც შეასუსტებენ კონკორდატის მდგომარეობას კანონთა იერარქიაში. ამას გარდა, ეკლესიასთან შეთანხმებას აღარ დაამტკიცებს პრლამენტი, მაშასადამე, პრეზიდენტი შეძლებს ხალხის ნებისაგან დამოუკიდებლად, ამგვარივე შეთანხმებები დადოს საქართველოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან.

საქართველოს საპატრიარქოში ჯერ არ გაცნობიან კანონპროექტის შესწორებებს „ნორმატიულ აქტებთან" დაკავშირებით, აცხადებს „ახალ მემარჯვენეთა" წარმომადგენელი ფიქრია ჩიხლაძე. მან განსაკუთებულად აღნიშნა, რომ კონკორდატი „ანცალკევებს ეკლესიას სახელმწიფო სტრუქტურებისგან, მაგრამ ამავ დროულად ავალდებულებს დახმარება აღმოუჩინონ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული დამსახურება აქვს საქარეთველოს წინაშე". „კანონების იერარქიაში პირველ ადგილზე დგას საქართველოს კონსტიტუცია, მეორეზე კონსტიტუციური კანონი, მას მოჰყვება კვალდაკვალ კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ცვლილებების თანახმად კონკორდატი კარგავს მესამე ადგილს, რის შედეგადაც ეკლესია წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება".- განმარტა ჩიხრაძემ.

ადრე, შემოთავაზებული შესწორებების ამ პუნქტზე საპარლამენტო უცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა გაამახვილა ყურადღება. ის თვლის, რომ კანონპროექტი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, აყენებს თანაბარ მდგომარეობაში სხვა კონფესიებთაბ. „ვფიქრობ, ეს ფარული და პრაქტიკულად შეუნიღბავი ბრძოლაა საპატრიარქოსთან",- განუცხადა ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100