RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პროტესტის სამი თვე და საბრძოლო ფრე

14.07.2009  |  09:49

3355.jpegქართული ოპოზიცია, რომლის აქტივობაც თანდათან იკლებს, მიტინგზე 10 000 კაცის გამოყვანის პირობას დებს. რუსთაველის გამზირზე რეგიონებიდან ჩამოვლენ. ასე ოპოზიცია აღნიშნავს სამი თვის იუბილეს. სამი თვის განმავლობაში "სამეფო ინტრიგების" თასი კიდევ უფრო ჩაიხლართა. ბრალდებები, კომპრომატები, მოსმენები - ყველაფერი გამოიყენეს, რაც კი ცნობილია. ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ დაპირისპირების მორიგი რაუნდი შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

ხელისუფლებას სურს ოპოზიციის რიგების მაქსიმალურად დასუსტება, რათა შემოდგომაზე აქციები ნულამდე დავიდეს. მათი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ ზომას მიმართოს, მაგრამ საპროტესტო ტალღას ვერ ჩაახშობს. ერთი სიტყვით - ყველაფერი ძველებურადაა. ახლანდელი "საიუბილეო" აქციის სცენარიც ძალიან ნაცნობია. ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ ამ დღეს გადაიკეტება გზები და ქალაქის ქუჩებში დაიგეგმება მსვლელობა.

ჯიშკარიანმა ყველას მოუწოდა ამ აქციასთან შეერთებისკენ. მისი თქმით, პროტესტის მასშტაბების შემცირება დაუშვებელია, რადგანაც ეს ხელს გაუხსნის ხელისუფლებას, ის გააძლიერებს ოპოზიციონერების დევნას და მათ დაპატიმრებას. საპროტესტო მუხტის შემცირება სულაც არ არის ხელისუფლების პიარი. დაპირისპირების უშედეგობამ ხალხი დაღალა. ხოლო ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უფრო მეტად აფიქრებს ყოფითი პრობლემები, ვიდრე ზოგიერთი ოპოზიციონერის მიზნები.

ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია შემოდგომამდე აღარ მიიღებს მონაწიელობას აქციებში. ამ განცახდებამ ოპოზიციონერებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია. "რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიმშვიდებთ თავს ილუზიებით, რომ ივლისში და აგვისტოში ჩვენ იმავე საპროტესტო გრადუსის შენრაჩუნებას შევძლებთ, როგორიც რამდენიმე ვის წინ იყო,- აღიარა ეკა ბესელიამ.- თუმცა ჩვენი პარტია გააკეთებს ყველაფერს, რათა პროტესტის კოცონი რუსთაველზე შენარჩუნდეს".

დღევანდელი საპროტესტო მიტინგიც ალბათ სწორედ ამ მიზანს ემსახურება. საიუბილეო თარიღისთვის ლევან გაჩეჩილაძემ სიურპრიზი მოამზადა.

მან პირობა დადო, რომ დღეს განაცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ამ მოძრაობის არაფორმალური ლიდერი იქნება კახა თარგამაძე. დღემდე არავინ იცის ვისგან იღებს ოპოზიცია ფულს. საქართველოს ხელისუფლება ტრადიციისამებრ ყველაფერი კრემლს ადანაშაულებს. ასე რომ ჭორები თარგამაძეზე, რომელიც ოფიციალური თბილისის ვერსიით, დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან, პერიოდულად ვრცელდება ახალ-ახალი ძალებით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100