RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მედვედევმა „კოვზი სიმწარე“ დაამატა ზღაპრული „ნაბუქოს“ კასრში

14.07.2009  |  13:45

3359.jpegრუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ყველასთვის მოულოდნელი ბლიც-ვიზიტი ცხინვალში, არასასიამოვნო სიურპრიზი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც სწორედ ამ დროს იმყოფებოდა ანკარაში, სადაც ესწრებოდა ნაბუქოს პროექტის ხელმოწერის ცერემონიას.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ სამი ჩვენი ქვეყანა - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი - ლოკომოტივები იყვნენ ამ გლობალური ენერგეტიკული პროექტისა, რომელსაც მრავალი ზღაპარს უწოდებდა. მაგრამ ჩვენ შევძელით ზღაპრები ბაქო-თბილისი-ჯეიხანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი რეალობად გვექცია. მე ორამაგად გახარებული ვარ, რომ ჩვენ დღეს ცხადად ვაქცევთ კიდევ ერთ პროექტს - „ნაბუქოს".- ტკბებოდა საკუთარი მჭერმეტყველებით მიხეილ ნიკოლოზის ძე.- ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს პოლიტიკური ელფერი შესძინოს დღევანდელ მოვლენას, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი ქვეყნები „ნაბუქოში" მონაწილეობენ ეკონომიკური ინტერესებიდან და ევროპასთან დაახლოების გამო. „ნაბუქო" იმ ხიდად იქცევა, რომელიც კავკასიას და კასპიის რეგიონს ევროპასთან დააკავშირებს".

მაგრამ საკმარისი გახდა საქართველოს პრეზიდენტს შეეტყო იმის შესახებ, რომ დიმიტრი მედვედევი ცხინვალში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის ხვდება და „საუკუნის პროექტის" ხელმოწერასთან დაკავშირებით მისი შესანიშნავი განწყობისგან კვალიც კი არ დარჩა.

„არ ვიცი, ეს რუსეთის ვიზიტი იყო თუ არა პასუხი „ნაბუქოზე", რომელსაც ისინი საკუთარ დიპლომატიურ დამარცხებად აღიქვამენ თუ ეს იყო პასუხი ა.შ.შ.-ს პრეზიდენტის ობამას ვიზიტზე მოსკოვში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში პუტინს ხელები ეფხანებოდა და სურდა საქართველოზე თავდასხმა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურება, მან უცებ გაიაზრა, რომ მას ძალის ამგვარი რესურსი არ აბადია და რომ ამის საშუალებას მას დღესდღეობით არავინ არ მისცემს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალიან სამარცხვინო აქტთან გვაქვს საქმე", - მრისხანე რეაგირება მოახდინა მედვედევის ცხინვალში ვიზიტის შესახებ შეტყობინებაზე, საქართველოს ლიდერმა.

უწოდა რა ამ ვიზიტს „ამორალური", მიხეილ სააკაშვილმა განაწყენებული პოზა მიიღო, მან ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა ანკარაში, რომ ეს სამარცხვინო ფაქტია იმის გამოც, რომ „როდესაც საქართველოს ლიდერი გავიდა ქვეყნიდან, სხვა მრავალ მსოფლიო ლიდერებთან ერთად მნიშვნელოვანი გლობალური საკითხის გადასაწყვეტად, რომ ვებერთელა ქვეყნის პრეზიდენტი ასე ჩუმად შეიპარა სამხრეთ ოსეთში და „დაუბანელ მკვლელებს, კორუმპირებული კრიმინალებს" ხვდებ". „ყოფილა რაიმე ამგვარი რუსეთის ისტორიაში?"- იკითხა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლისთვისაც უცხო არ არის თეატრალური ეფექტები და იქვე თავადვე გასცა პასუხი:"ვფიქრობ, დღევანდელი ფაქტი რუსეთის დიპლომატიის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფაქტი და ამორალური პრეცედენტი".

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტს არ შეეძლო არ მოეხსენიებინა ცხინვალში ყოფნისას თბილისის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც გასულ წელს ომი წამოიწყო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100