RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი მოსვენებას არც მკვდრებს აძლევს და არც ცოცხლებს

15.07.2009  |  10:32

3372.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა თავისი ავლაბრის რეზიდენციი ფუფუნეის დემონსტრირება მოახდინა. ეს არაფერი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ მისი აშენება მოხდა გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. ხელისუფლების მფლანგველობისგან ხომ არა მხოლოდ ცოცხლები, არამედ გარდაცვლილი ქართველებიც ზარალდებიან უკვე.

მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციის ახალმოსახლეობაზე 1,5 ათასზე მეტ ადამიანს დაუძახა. იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუჩის ქმნილება ამად ღირდა. სააკაშვილის თქმით, ამ რეზიდენციას დაამშვენებს უნიკალური მინიატურული ბიბლია, რომელიც ბაგრატიონების დინასტიას ეკუთვნოდა. პრეზიდენტის განცახდებით, წმინდა წიგნი ხუთი წლის წინ მას ამერიკაში ბაგრატიონების გვარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გადასცა.

რეზიდენციის კედლებს ასევე ამშვენებს ნიკო ფიროსმანის ნახატი "გიორგობა ბოლნისში". ეს, ოპოზიციის თქმით, პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენლებმა "გაიტაცეს" ეროვნული მუზეუმიდან თებერვალში, როდესაც სააკაშვილი იქ საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის 88-ე წელს აღნიშნავდა.

ავლავრის რაიონში ახალი რეზიდენციის შენება დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. ოპოზიციას ეჭვი ჰქონდა, რომ აქ ირეცხებოდა ბევრი ფული. ის მოითხოვდა რეზიდენციის ხარჯების გაცნობას.

პრეხენტაციაზე სააკაშვილმა რამდენიმე ციფრი დაასახელა. მაგრამ ის მისი ოპონენტების გამოთვლებზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა. თუკი პრეზიდენტს დავუჯერებთ, სასახლის შენება მხოლოდ 13 მილიონი ლარი დაჯდა. მთლიანობაში კი რეზიდენციაზე დაიხარჯა უკანასკნელი ხუთი წლის შემოსავლების 0,18%. თანაც როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი მოსვლით საქართველოს წიური ბიუჯეტი 10-12ჯერ გაიზარდა.

მაგრამ ოპოზიციამ არართხელ განაცხადა, რომ რეზიდენციის მშენებლობაზე არა ათობით არამედ ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა. ზოგიერთი გამოთვლით, საახლოებით 800 მილიონი დოლარი, რომლის უდიდესი ნაწილიც ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვით მიიღო პრეზიდენტმა.

სულ პრეზიდენტ სააკაშვილს შვიდი რეზიდენცია აქვს. კრიზისთან დაკავშირებით ორი მათგანის გაყიდვა გადაწყდა, მაგრამ ჯერჯერობით აუქციონის შესახებ არაფერი ისმის. ერთი სააკაშვილმა ლტოლვილებს გადასცა. დარჩა კიდევ ოთხი: ზომ უნდა დაემალოს სადმე ოპოზიციას.

ორ თვეზე მეტი ისხდნენ ოპოზიციონერები კარვებში ავლაბრის რეზიდენციასთან. დღე და ღამე ატარებდნენ ისინი აქციებს და აიძულებს რეზიდენციის მცხოვრებს ადგილსამყოფლის შეცვლა. როდესაც გაირკვა, რომ პრეზიდენტი გადავიდა, ლეიბორისტებმა ხელისუფლებას რეზიდენციის გაყიდვა ურჩიეს ბიუჯეტი დეფიციტის დასაფარად. ივნისში მან მილიარდ ლარს მიაღწია. ეს ბევრი ადამიანისთვის ხელფასის შეჩერებას ნიშნავდა.

ბიუჯეტი რღვევის დაფარვა უცხოური ბანკების სესხებით მოხერხდა. სააკაშვილსაც თითქოსდა არაფერში დასჭირდა რეზიდენციასთან განშორება. თუმცა სახელმწიფო მუშაკების ხელფასების შეჩერება კიდევ უფრო გაიზარდა. პედაგოგებს არ მიუღიათ ზაფხულის შვებულების თანხები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100