RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

”საზღვაო ომი” - სარისკო თამაშები

16.07.2009  |  10:27

3383.jpegამერიკის შეერთებული ძალების სამხედრო საზღვაო ძალების საესკადრონო ნაღმმზიდის " Stout"-ის შემოსვლას, საქართველოს პორტ ბათუმში, ქვეყნის ხელისუფლება არნახული ენთუზიზმით შეხვდა. ამერიკული სამხდრო გემის მეგობრული ვიზიტი, ძალზედ ფასეულია მიხეილ სააკაშვილისათვის.

ჯერ, ერთი დღეც არ გასულა პრეზიდენტ მიხეილ მედვედევის ცხინვალში ბლიც ვიზიტიდან და უკვე შესაძლებელია იმის განცხადება, რომ ა.შ.შ-მ არამარტო გაკიცხა რუსეთის ლიდერის ეს ქმედება, არამედ საქართველოსთან სოლიდარობის დემონსტირირებაც კი მოახდინა, სწავლებებში საკუთარი მცურავი საშუალების მონაწილეობით - საქართველოს სასაზღვრო დაცვის კატერებთან ერთად, რომლებიც გადაცურავენ ბათუმისა და ფოთის აკვატორიებს.

როგორც საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურმა განაცხადა " Stout"-ი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს ჩაატარებს ქართულ სასაზღვრო მცურავ საშუალებებთან ერთად, რომლის მიმდინარეობისასაც იქნება დამუშავებული გემის ჩაძირვის საშიშროების თავიდან აცილებისა და ასევე ხომალდზე ცეცხლის ლოკალიზების მექანიზმები". თავის მხრივ განცხადება გამოაქვეყნა ა.შ.შ-ს საელჩომ საქართველოში, სადაც აღნიშნულია, რომ:" სამხედრო ხომალდ Stout-ის ვიზიტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სურვილს ხელი შეუწყოს საზღვაო კავშირის უსაფრთხოებას და არის ა.შ.შ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სტრატეგიის ნაწილი რეგიონალური სტაბილურობისა და საზღვაო პარტნიორობის გაღრმავების მიზნით".

ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ამერიკულ ნაღმმზიდთან ერთად ბათუმში თურქული TCSG-123 საფლაგმანო ხომალდიც შემოვიდა. როგორც მოსალოდნელია, 16 ივლისს თურქული გემიც მიიღებს მონაწილეობას სწავლებებში, ქართულ კატერებთან ერთად.

სწავლებები ოთხშაბათს დაიწყება, რაც პირვერლი შემთხვევა იქნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ და ისინი აფხაზეთის სანაპირო ზოლთან ახლოს ჩატარდება.

გუშინ დიმიტრი მედვედევი სოჭის სამხედრო მეზღვაურებს ხვდებოდა, სადაც რიგი მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. "ყველამ ვიცით, თუ როგორ მდგომარეობაშია ჩვენი გემების უმეტესობა, თუ რამდენი რამის გაკეთება მოგვიწევს, რამდენი ძალისა და სახსრების დახარჯვა ყველა პირობის შესაქმნელად. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლავე მზად ვართ ვაჩვენოთ ნორმალური რეზულტატები. - ამაყად განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.- დღეს განხორციელდა სტრატეგიული რაკეტის გაშვება წყალქვეშა გემიდან და ეს გაშვება წარმატებული იყო. მე ამის შესახებ გატყობინებთ თქვენ და ყველა იმ დანარჩენს, ვისაც აინტერესებს ეს საკითხი. მიზანი მიღწეული იქნა. ნაწილები სწორედ იქ დაცვივდა სადაც განსაზღვრული იყო - პოლიგონი მტკვარი".

როგორც ჩანს "ყველა დანარჩენში" რუსეთის პრეზიდენტი პირევლ რიგში თეთრი სახლის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირს გულისხმობდა, რომელთაც არ უნდა დაავიწყდეთ, რომ რუსეთი გეოპოლიტიკურ მოედანზე, სერიოზულ მოთამაშედ რჩება და მისი აზრის გათვალისწინება სავალდებულოა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100