RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გალში პოლიტიკის გარეშე

16.07.2009  |  23:15

3394.jpegსაქართველოს, აფხაზეთის, რუსეთის, გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. ის შეიძლება ბიუროკრატიული პროცედურების განყოფილებას მივაკუთვნოთ, რომლის გარეშეც, თანამედროვე მსოფლიოში არცერთი საქმე არ წყდება. განიხილებოდა ტექნიკური საკითხები, თუმცა ამან შეიძლება უდიდესი როლი ითამაშოს საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ხალხის ცხოვრებაზე.

კონფლიქტურ ზონებში ინციდენტების რამოფხვრის მექანიზმის შექმნას ბევრი ადამიანი ჟენევის მოლაპარაკებების თითქმის ერთადერთ მიღწევად თვლიდა. უახლოეს მომავალში ალბათ ვერც იპოვიან საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან შეგუების გზას. მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას კი მხარეებიც და საერთაშორისო წარმოამდგენლებიც ცდილობენ.

მოკლედ, შეხვედრა მიეძღვნა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯილიამ განაცხადა, რომ მონაწილეებმა ორ კვირაში კიდევ ერთხელ შეკრება გადაწყვიტეს. უახლოესი სხდომა დაგეგმილია 28 ივლისს გაეროს მისიის ყოფილ ოფისში გალში.

"ეს შეხვედრები აფხაზეთის საზღვართან მომხდარი ინციდენტების აღკვეთასთან და მათ გამოიებასთან არის დაკავშირებული",- კიდევ ერთხელ შეგვახსენა ღვინჯილიამ. წლის დასაწყისიდან რაიონში რამდენჯერმე აფეთქდა ავტომობილები, ტავს ესხმოდნენ ოფიცილაურ პირებს და ძალოვანი სტრუქტურების მუშაკებს. საზვრის მეორე მხარესაც არ იყო სიმშვიდე: იქ აფეთქებები გაისმოდა, რაშიც საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთს ადანაშაულებდა.

ამ შეხვედრის პიკანტური მომენტი იყო გაეროს მონაწილეობის ფორმატი. თუმცა პრობლემები არ წარმოქმნილა. რუსეთს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სასაზღვო სამმართველოს წარმომადგენლები. აფხაზურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა რაიონში პრეზიდენტის წარმომადგენელი რუსლან ქიშმარია.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრა სერგეი შამბამ ამ მოლაპარაკებებს "საკონტროლო" შეხვედრა უწოდა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მხარს დაუჭერს ამ მექანიზმს, თუკი პოლიტიკურ თემებთან ერთად განხილული იქნება კონკრეტული საკითხები. "ეს პირველი შეხვედრაა და გვაინტერესებს როგორ ჩაივლის ის. თუკი დავინახავთ, რომ პროცესები წინ მიიწევს, ჩვენი მონაწილოება კიდევ უფრო აქტიური გახდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომლებზეც ჩვენ ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ვისაუბრეთ",- აცხადებდა შამბა.

მართლაც, როგორც თემურ იაობაშვილმა განაცხადა, მოლაპარაკებებს არ ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა. თავის მხრივ ქართველები გალის შეხვედრიდან რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას არც ელოდნენ. ისინი მოხარულები იყვნენ, რომ აგვისტოს შემდეგ ოდნავ მაინც მოხერხდა ურთიერთობების დალაგება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100