RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი მესაზღვრეები ”მხიარული როჯერის” ქვეშ

17.07.2009  |  09:44

3396.jpegამბობენ, მადა ჭამაში მოდისო. ამ ანდაზის გამოყენება თავისუფლად შეიძლება ქართულ ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც უკანასკნელ დროს იმდენად არ ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლით, რამდენადაც ძალისმიერით.

საქართველოს სანაპირო დაცვა უკვე მერამდენედ აკავებს გემებს, რომლებიც რეისებს აფხაზეთში ახორციელებენ რეისებს ან რაიმე მიზეზების გამო მის წყლებში შედიან. შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს საქართველოს ნაპირებთან დააკავეს თბომავალი "ვ.უსპენსკი" რუსი ეკიპაჟით. წინასწარი ინფორმაციით, გემის გუნდს, რომელიც კამბოჯის დროშით დაცურავდა, ბრალი დასდეს კანონების დარღვევაში. თბომავალი, რომელიც თურქული ხოფის პორტიდან აზოვში მიდიოდა, ბათუმის რეიდის დროს დააკავეს. მოგვიანებით, უზარმაზარი ჯარიმის გადახდის შემდეგ გემი და ეკიპაჟი გაათავისუფლეს.

ამ ინციდენტის შემდეგ სასაზღვრო დაცვის კატერებმა კიდევ რამდენიმე გემი დააკავეს, რომლებიც თურქული დროშით დადიოდნენ. ეს იყო ტანკერები "დენსა დემეტი", "კარაგალი" და "ნიუ-სთარ-1". ყველ მათგანი რეისებს აფხაზეთში ახორციელებდა. ქართულ კანონებით აფხაზეთის სანაპირო და პორტები დახურულ ზონად არის გამოცახდებული საერთაშორისო ცურვისთვის. უკანასკნელ დრომდე დამრღვევებს დიდი ჯარიმის გადახდის შემდეგ უშვებდნენ.

აფხაზური მხარი ქართული ხელისუფლების მსგავს ქმედებებს უკანონოს უწოდებდა. "აფხაზეთის საზღვაო მიმოსვლის" დირექტორმა ზაურ არძინბამ ქართველი მესაზღვრეები სომალელ მეკობრეებსაც კი შეადარა.

თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ გაგრძელება გადაწყვიტა. თუკი სომალელო მეკობრები ტყვეებს გამოსასყიდის მიღების შემდეგ ათავისუფლებდნენ, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა თურქული "დენსა დემეტისთვის". რათა სხვებს აღარ გაებედათ აფხაზეთში შესვლა.

თუმცა გამოცდილმა იურისტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ეს სარისკო პროცედურა სასამართლო პრაქტიკისთვის ცოტა უჩვეულო მეთოდით გადაეწყვიტა. აპრილის დასაწყისში დაკავებული ტანკერის კონფისკაცია მოხდა გუდაუთოს და რაიონული სასამართლსოს და გაგრის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ორივე ქალაქი აფხაზეთის ტერიტორიაზეა.

ტანკერი "დენსა დემეტი",რომელიც აფხაზეთის რეისიდან ბრუნდებოდა, დააკავეს 5 აპრილს. გუნდი დაადანაშაულეს კანონდარღვევებსა და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობაში. თავიდან გემს დაადეს 60 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მადა ჭამაში მოდისო და ქართულმა ხელსუფლებამ აი ასეთი მეთოდით გადაწყვიტა თავისი სავაჭრო ფლოტის შევსება.

თურქეთის მხრიდან გადამწყვეტი დემარშის შემთხვევაში სააკაშვილი ყოველთვის შეძლებს თავის გამართლებას იმით, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთის ხელისუფლებამ მიიღო. თურმე, შეცდომა მომხდარა და ტანკერსაც დაგიბრუნებთო. თქვენ კი თავად აგერკვიეთ თქვენს საზღვაო საქმეებშიო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100