RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ალასანიას ახალი პარტია სამშვიდობოს დაფნის გვირგვინისთვის ბრძოლას შეუერთდა

20.07.2009  |  08:54

3407.jpegირაკლი ალასანია უკვე დიდი ხანია თავისი პარტიის შქემნას აპირებდა. დეკლარაციიდან რეალიზაციამდე ორი თვე გავიდა. მთელი ამ ხნის მანძილზე საქართველოში უამრავი საპროტესტო აქცია ჩატარდა და მოხდა კრიმინალურ-პოლიტიკური გარჩევები. ამასობაში, მოუცედავად ოპოზიციური ძალების გადაჯგუფებისა, საერთო კანდიდატი მაინც ვერ გამოინახა.

პრეზენტაცია "ქორთიარდ მერიოტში" ჩატარდა. პარტიის სახელწოდებაა "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები". სიტყვა დემოკრატია ახლა საქართველოში პოპულარულია.

ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რით იქნება განსხვავებული ალასანიას მიერ შექმნილი პარტია სხვებისგან. თუმცა თავად პარტიის შექმნის იდეას კამათი არ გამოუწვევია. სალომე ზურაბიშვილი ასე მიესალმა ამ ფაქტს: "მე ამ ქვეყანაში მრავალპარტიული წყობის მომხრე ვარ. ერთპარტიული სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ასე რომ ნებისმიერი დამატებითი პოლიტიკური პარტია იქნება კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვარდეს".

ახალი პარტიის შექმნამდე ცოტა ხნით ადრე სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა: "რატომაც არ უნდა შექმნან პარტია, თუკი მათ სოლიდური იდეოლოგიური პროგრამა აქვთ". ასე რომ ალასანიას ახალი პარტია გაამრავალფეროვნებს ისედაც ჭრელ პოლიტიკურ სპექტრს. ახალი პარტიის შემქმნელს ნაპოლეონისებრი ამბიციები აქვს. "ალიანსმა საქართველოსთვის" პრეზიდენტის კანდიდატად ის უნდა წარადგინოს.

მიუხედავად ამისა, ალასანიამ, რომელიც ისედაც პოპულარულია, გადაწყვიტა საკუთარი პარტიის შექმნა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხაა, დღესვე შედგება პარტიის პირველი კრება.

მან აღნიშნა, რომ მისი პარტია ეცდება ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით. ალასანიამ პირობა დადო, რომ ახალ პარტიაში ახალი სახეებიც იქნება, რომლებიც საზოგადოების წინაშე სექტემბერში წარსდგებიან. რა შეეხება ფინანსირებას, ალასანიას თქმით, ამისთვის ყველა ლეგალური გზა გამოყენებული იქნება.

პარტიის წევრების ოფიციალური რეგისტრაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. უნდა აღინიშნოს, რომ პერეზენტაციაზე იმყოფებოდნენ "ახალი მემარჯვნეების" ლიდერი დავით გამყრელიძე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი სავით უსუფაშვილი. ალიანსის წევრებმა უკვე განაცხადეს, რომ ახალი პარტიის შექმნა მთ თანამშრომლობაზე გავლენას არ იქონიებს.

ქართული მასმედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ალასანია სწორედ ის კანდიდატია, რომელიც რუსეთსაც აწყობს და ამერიკასაც. პერიოდულად ისმის ჭორები იმის შესახებაც, რომ სწორედ ალასანია აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან. როგორ ნამდვილი დიპლომატი ალასანია იშვიათად გამოდის უხეში რიტორიკით და ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ხელისუფლებასთან დიალოგის გამართვის წინადადებით.

ალასანიამ განაცხადა, რომ დიალოგისთვის მზად არიან ლევან გაჩეჩილაძე და "როვნული ფორუმი". დანარჩენმა ძალებმა თავად უნდა გაადწყვიტონ და გაარკვიონ თავიანთი პოზიცია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100