RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ზრუნვა განათლებაზე თუ ფიარ-აქცია?

17.07.2009  |  11:05

3420.jpegსაქართველოს ოპოზიცია ამოწმებს სააკაშვილის დაპირებას დაუთმოს მათ ხელისუფლების ნაწილი, ანუ მისცეს მათ ძირითადი უწყებების მოადგილეთა თანამდებობები. ამ წინადადებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, რომელიც ოპოზიციამ დასაწყისში სახალხოდ უარყო, ოპოზიციური „ქალთა პარტიის" ლიდერმა გუგული მაღღაძემ განაცხადა, რომ მას სურს განათლების მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავება. ქვეყნის ხელისუფლება ჯერჯერობით სდუმს...

მიღებული გადაწყვეტილების გამო გუგული მაღრაძემ პრეს-კონფერენციაც კი ჩაატარა. ამ ნაბიჯზე, როგორც მან განაცხადა, მას უბიძგა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ დაენიშნა ოპოზიციის წარმომადგენლები საკვანძო უწყებების მინისტრის მოადგილეებად, გვატყობინებს GHN. მაღრაძე აპირებს საკუთარი განცხადების ავტობიოგრაფიასთან ერთად პრეზიდენტის კანცელარიაში ჩააბაროს. „მე მაქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დიდი გამოცდილება. მე ვმუშაობდი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარ გარეთ. ამჟამად მე პასუხს ველოდები პრეზიდენტისგან",- განაცხადა მაღრაძემ.

„თუ კი ჩემი წინადადება არ იქნება მიღებული ხელისუფლების მიერ, ეს მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ სააკაშვილის ინიციატივა, ჩვეულებრივი ფიარ-კამპანია იყო",- აღნიშნა „ქალების პარტიის" ლიდერმა. გარკვეულ წილად თავად მაღრაძის განცხადებაც ფიარ-კამპანიაა. ვინაიდან უეჭველია, რომ ა.შ.შ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ჩამოსვლის წინ, ოპოზიცია აპირებს დემონსტრირება მოახდინოს იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი დაპირებების შესრულება.

ვინაიდან პარტიის „ასაქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ვერე და ვერ ეღირსა საკუთარ დანიშვნას შ.ს.ს-ს მინისტრის მოადგილის პოსტზე. თუმცა მის ინიციატივას თავად პრეზიდენტი მიესალმებოდა. მან განაცხადა, რომ „სიამოვნებით დაუჭერს მხარს" საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის მზადყოფნას დაიკავოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი. ზუსტად ერთი დღე არ იყო გასული მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა დადო პირობა, რომ გაერკვეოდა პოლიტ-პატიმრებისა და ოპოზიციონერთა დაკავების საქმეებში და პარლამენტარებმა უკან დაიხიეს.

ისინი დაჟინებით ურჩევდნენ ზურაბიშვილს უფრო სერიოზულობას, იმისთვის რათა გამხდარიყო ღირსეული შ.ს.ს -ს მინისტრი მოადგილის თანამდებობისა, რომელიც სხვათაშორის რამოდენიმე ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მმართველი უმრავლესობა აცხადებდა:" თუ კი ქალბატონი ზუარაბიშვილი დღისით ივლის სამინისტროში, საღამოობით კი მიტინგზე და ხელს შეუწყობს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას, ბუნებრივია ჩვენ ამ შემთხვევაში უარს ვეტყვით მას. მაგრამ თუ კი ის აიღებს პასუხისმგებლობას სამინიტროში ნორმალურ მუშაობაზე, ამ შემთხვევაში ჩვენი წინადადება ძალაში რჩება.". საბოლოო ჯამში ზურაბიშვილმა შეპირებული თანამდებობა ვერ მიიღო. მიხეილ სააკაშვილსაც არ დაუწყია ბოდიშების ხდა იმისთვის, რომ საკუთარი პირობა დაარღვია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100