RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

”ცივილიზებული მიდგომა” ლროლვილებისადმი თბილისსა და ცხინვალში

17.07.2009  |  11:09

მძიმე შთაბეჭდილება დარჩათ სამხრეთ ის პარტამენტარებს ლტოლვილების ბანაკების მონახულების შემდეგ. გავიდა თითქმის წელი, ხალხს კი ჯერ კიდევ არ შუძლია ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება. თუმცა მათზე, ქართველი ლტოლვილებისგან განსხვავევით,ზრუნავს მხოლოდ რუსული და ადგილობრივი ხელისუფლება და არა ევროპა და ამერიკა. ამ უაკანსკნელებისთვის თიქთოსდა საერთოდ არ არსებობენ ოსეთში ლტოლვილები.

ამ დღეებში ახლახან არჩეული პარლამენტის დეპუტატებმა შეიარეს საერთო საცხოვრებლებში. ლტოლვილებს შორის არიან ემიგრანტებიც, რომლებმაც საქართველო 90-ან წლებში დატოვეს, რადგანაც შურისძიების და შევიწროვების შეეშინდათ, სხვები კი სამხრეთ ოსეთშივე დარჩნენ საცხოვრებლების გარეშე ქართული ჯარის მიერ დაბომბვის შედეგად.

"რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, ყველა სტანდარტზე დაბლა დგას. რამდენადაც ვიცი, ხელისუფლება ცდილობს რაიმე გააკეთოს, მაგრამ სიტუაცია არ უმჯობესდება. მაგრამ ვთვლი, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს. უბრალოდ საჭირო არის იმ პრიორიტეტების იერარქიის დაწყობა, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, რადგანაც ვერ წარმომიდგენია როგორ გასტანს ეს ხალხი ახალ ზამთარში",- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მირა ცხოვრებოვამ.

დეპუტატებმა მოისმინეს ყველა ჩივილი და დახმარების პირობა დადეს.

ჯერჯერობით ჩინოვნიკები ჰუმანიტარული დახმარებებით შემოიფარგლნენ. ოჯახებს გადაეცემოდათ საკვები: მაკარონები, შედედებული რძე, თევზის და ხორცის კონსერვები."ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი რთულ პირობებში იმყოფება. ჩვენ შესაძლებობისდაგვარად მათ დახმარებას ვუწევთ. მაგალითად, ზამთარში მათ უზრუნველყოფდით გასათბობი საშუალებებით და შეშით",- აცახდებდა დეპუტატი.

ივნისში რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაიწყო ლტოლვილების თავიდან რეგისტრაცია. ეს იმიტომ ტარდება, რომ განახლდეს მონაცემთა ბაზა და მოხდეს ოჯახის შემადგენობაში ცვლილებების აღრიცხვა. ინფორმაციის შეგროვებით დაკავდება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ივლის დასახლებულ პუნქტბში და სოფლებში და ადგილზე მოიპოვებს ცნობებს ლტოლვილების შესახებ. ლტოლვილთა კომიტეტის მონაცემებით, 14 ივლისს დარეგისტრირებული იყო 2300 ადამიანი, მაგრამ ჯერ კიდევ არ დასრულებულა აღრიცხვა.

წინა მონაცემებით, ლტოლვილთა რიცხვი 4500 ადამიანს შეადგენდა. მინიმუმ 13 000-მა გაქცეულმა ოსის გამო დამატებითი სიმძიმე დააწვა ადგილობრივ ბიუჯეტს. ცნობილია, რომ აგვისტოში სამხრეთ ოსეთიდან 26 ათასი ადამიანი გავიდა. თუმცა ძალიან ცოტას თუ დარჩა დასაბრუნებელი ადგილი.

გრძელდება ასევე საქართველოდან ოსების ემიგრაცია. კახეთის ინფორმაციული ცენტრს მიხედვით, ისინი ტოვებენ ამ რეგიონს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო. ბოლო წლების განმავლობაშო ოსების რიცხვი ძალიან შემცირდა. მაგალითად, 2003 წელს ლაგოდეხის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 2239 ოსი. ახლა მათი რაოდენობა 500 ადამიანს არ აღემატება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100