RSS
на русском en in english
04.12.2016
არხივი სტატიები
სტატიები

”გადატვირთვა” მიხეილ სააკაშვილისგან

22.07.2009  |  15:39

3436.jpegსაინფორმაციო სააგენტოებმა ვერც მოასწრეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამების გავრცელება, რომლებიც გამოქვეყნდა ამერიკულ გაზეთში The Wall Street Journal, სადაც მან ფაქტიურად აღიარა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს იმედები ნატოში შესვლასთან დაკავშირებით თითქმის მოკვდა, რომ მაშინვე ამას მოყვა ხმამაღალი უარყოფა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა გივი თარგამაძემ ორშაბათს ბიუროს სხდომაზე რუსული მასმედია "სრული იდიოტიზმის გავცრელებაში" დაადანაშაულა. საუბარია პუბლიკაციებზე, რომლებიც ეყრდნობოდა სააკაშვილის ინტერვიუს გაზეთში The Wall Street Journal, რაც წინ უსწრებდა მის გამოსვლას პარლამენტში. ამ უნტერვიუში ქართველი ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნის იმედები ნატოში შესვლასთან და აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში განუხორციელებელია.

თარგამაძის თქმის, მასმედიის ბევრი რუსული წარმომადგენელი, ამ ინტერვიუს გადაბეჭდვისას, იუწყებოდა, რომ 20 ივლისს სააკაშვილი გამოვიდოდა პარლამენტის წინაშე და აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროის დაწესებისთვის ბრძოლის უპერსპექტივობას, იგივე ეხება ნატოში შესვლასაც. "საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სანამ ერთი ქართველი მაინც არის ცოცხალი, ასეთი განცხადება არ გაკეთდება",- განაცხადა დეპუტატმა. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დაამატა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ასეთ განცხადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ "რუსები დღეს საპარლამენტო სესიაზე სააკაშვილის ორეულს გამოაგზავნიან".

მიხეილ სააკაშვილის ორეული რუსებს არ გაუგზავნიათ, საქართველოს პრეზიდენტმა კი კიდევ ერთხელ განახორციელა "ფსიქოლოგიური გადატვირთვა", უარყო ზემოთ მოყვანილი განცხადება და აღნიშნა, რომ გაზეთმა The Wall Street Journal მას ბოდიში მოუხადა მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციის გამო.

ამასობაში კი ეს ისტორია იძენს ერთის მხრივ კომიკურ, მეორეს მხრივ კი ტრაგიკულ ხასიათს. ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მშვენივრად საუბრობს ინგლისურად და უზუსობა პუბლიკაციაში გამორიცხულია. მეორს მხრივ, რუსული მასმედიის გარდა არასწორ ინტერპრეტაციაში ქართველებმა პირველწყაროც, ამერიკული გამოცემა, დაადანაშაულეს. სააკაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ გაზეთის ჟურნალისტმა სააკაშვილის სიტყვები თავისებური ინტერპრეტაციით დაწერა. ქართვეი ჩინოვნიკების აზრით, სააკაშვილმა თქვა "თუკი საქართველო ნატოში ვერ შევა, ეს დიდი ტრაგედია იქნება ქვეყნისთვის" და არ უთქვამს ფრაზა "ნატოში შესვლის იმედი თითქმის მოკვდა".

რა საჭირო უნდა ყოფილიყო ასეთი დეზინფორმაიის გავრცელება, თუკი ეს მართლაც მოხდა?

სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტის წინაში სამშაბათის ღამეს შედგა. ჯო ბაიდენის ვიზიტამდე სულ ცოტა ხნით ადრე, რომელსაც თბილისში ოთხშაბათს ელიან. ახლა გამოდის,რომ გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა მას "მახე დაუგო". ასე რომ ბაიდენს, შეიძლება, ბოდიშის მოხდა მოუწიოს ამერიკელი ჟურნალისტის უნიათობის გამო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100