RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მიხეილ სააკაშვილის ახალი ფანტაზიები და ”რუსული შური”

23.07.2009  |  09:38

3444.jpegსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცნობილია საკუთარი არაორდინალური გამოთქმებით. თუმცა ის ნაკლებად აფორისტულია, ვიდრე მეორე ცნობილი პოლიტიკოსი ვიქტორ ჩერნომირდინი, ამის და მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ყოველთვის უბიძგებენ მიმომხილველებს, ამა თუ იმ ფორმით, გამოეხმაურონ მისი ბაგეებიდან მოწყვეტილ ციტატებს.

ჯერ ბოლომდე არ ჩაწყნარებულა გამოხმაურებების ტალღა, მის აღიარებაზე "უოლ-სტრიტ ჯორნელის" ჟურნალისტისთვის იმის შესახებ, რომ "საქართველოს იმედი ნატოში შესვლაზე, თითქმის მკვდარია. ეს ტრაგიკულია. გამოდის, რომ რუსები ოსეთში, მართალი საქმისთვის იბრძოდნენ".

თავისთავად საქართველოს პრეზიდენტმა ზოგიერთ შეუგნებელ ქართველ დეპუტატს განუმარტა, რომ მისი ნათქვამი ამერიკელმა ჟურნალისტმა ვერ გაიგო სწორად. სინამდვილეში კი, მისი გამონათქვამი ამგვარად ჟღერდა:"თუ კი ისინი შეძლებენ გაანადგურონ საქართველოს სწრაფვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში - ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ რუსეთი სწორი მიზნისთვის იბრძოდა". მართალაც, Wall Street Journal Europe-ის რედაქტოერმა აღიარა, რომ საწყისი ციტატა არასრული იყო და არ გამოხატავდა მთლიანობაში კონტექსტის აზრს.

თუმცა, შესაკრებთა გადანაცვლებით - ჯამი არ იცვლება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჯერჯერობით არ არის მზად საკუთარ რიგებში მიიღოს საქართველო ან უკრაინა. ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ხოპ სხეფერმა გააკეთა. "ყოველ ქვეყანას აქვს არჩევანის სრული თავისუფლება, რომელ ალიანსს მიეკუთვნებოდეს. მაგრამ ეს არ ანიჭებს მათ ავტომატურ წევრობას. ნატოში გაწევრიანება - ეს ხანგძლივი პროცესია და კანდიდატებმა ყველა აუცილებელი პირობა უნდა შეასრულონ. არც საქართველო და არც უკრაინა, ჯერ მზად არ არიან გახდნენ ალიანსის წევრები".

ვიმედოვნებთ, რომ უკვე პოსტის დასატოვებლად გამზადებული ჰოლანდიელი აზრს არ შეიცვლის, მითუმეტეს, რომ ნატოს ახალი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი, რომელიც საკუთარი მოვალეობების შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგება, ამ ნატოს წევრობის მაძიებელი ორი ქვეყნის მიმართ, კიდევ უფრო მეტად სკეპტიკურად არის განწყობილი.

მაგრამ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს დაჟინებული აქვს, საკუთარი ქვეყანა ნატოში შეიყვანოს რადაც არ უნდა დაუჯდეს, ამიტომაც მორიგი "ფსიქოლოგიური გადატვირთვის" შემდეგ, რომელიც მას უფრო ხშირად ემართება, ვიდრე ეს პერსონალურ ნოთბუქებს ესაჭიროებათ, მან ახალი აზრობრივი პასაჟით გაიბრწყინა -რისი უყურადღებოდ დატოვებაც, შეუძლებელია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგული წარმოების ახალი სარადარო მოწყობილობის გახსნისას, რომლის ფასიც 5 მილიონი ევრო გახლავთ, მიხეილ ნიკოლოზის ძე კვლავ დაუბრუნდა აგვისტოს ომის თემას. "მე მინდა ყველამ გაიხსენოს, თუ რა უძღოდა წინ ამას. ერთერთმა რუსულმა თვითმფრინავმა, იმ 200-იდან რომლებიც თბილისს ბომბავდნენ, მწყობრიდან გამიყვანა სამოქალაქო ავიაციის სისტემა".- საქართველოს პრეზიდენტის ციტირებას ახდენს "როსბალტი".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100