RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველომ უკრაინის შემცვლელი იპოვა?

24.07.2009  |  18:02

3457.jpegქართული მხარე კვლავ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ კიევური იარაღის თბილისისთვის მიწოდება სავსებით კანონიერი იყო. ამასთანავე, თბილისში თვლიან, რომ თუკი უჯკრაინა რაიმე მიზეზის გამო უარს იტყვის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, არაფერი საშინელი არ მოხდება. საიდან ასეთი დარწმუნება?

"არ ასებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც დამიმტკიცებდა, რომ არსებობს ემბარგო საქათველოში იარაღის შემოტანაზე,- აცხადებს საქართველოს ეჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე.- ამიტომაც ჩვენ იარაღის თასუფლად ყიდვა შეგვიძლია, შეზღუდვების გარეშე. თუკი ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინასთან სამომავლო თანამშრომლობაზე, მაშინ ყველაფრი იმაზეა დამოკიდებული, მოუნდება თუ არა კიევს ჩვენთან მუშაობის გაგრძელება". ქათამაძის თქმით, ახლა თბილისი არ არის დარწმუნებული, რომ კიევი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას. "მაგრამ თუკი უკრაინა რაიმე მიზეზების გამო უარს იტყვის საქართველოსთან თანამშრომლობაზე, ამაში ვერაფერ კატასტროფულს ვერ ვხედავ",- დაასკვნა ელჩმა.

გრიგოლ ქათამაძემ ორჯერ გამოაჩინა ფარისევლობა. პირველად, როდესაც საუბრობსა დოკუმენტზე, რომელც ემბარგოს აწესებდა იმ ქვეყანაში იარაღის შემოტანაზე, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ თავს დაესა ცხინვალს. როგორც ცნობილია, ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას "საქართველოში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანის აკრძალვაზე". მის თანამხად, 2011 წლის 1 დეკემბრამდე რუსეთის ტერიტორიიდან აკარძალულია გაყიდვა, შეტანა ან გადაცემა ქართული მხარისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის, ასევე გთავლისიწნებულია სხვადასხვა ეკონომიკუერი სანქციები საზღვარგარეთულ ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისს ასეთ პროდუქციას მიაწვდიან. უფრო მეტიც, რუსული დელეგაცია გაეროში გამოვიდა შესაბამისი რეზოლუციის პროექტით საქართველოში იარაღის მიწოდების საერთაშორისო ემბარგოს დაწესების თაობაზე.

მეორედ, ბატონმა ქათამაძემ, როგორც ჩანს, გადააფასა თბილისსა და კიევს შორის სამხედრო თანამშრომლობის ხეირი. როგორც უკრაინაში აცხადებენ, საქართველოს ვალი მიწოდებული იარაღის გამო აღევს ორას მილიონ დოლარს. თბილისს ლამის უფასოდ მისცეს უკრაინის შეიარაღებისთვის განკუთვნილი საქონელი.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი უკრაინის თავდაცვისუნარიანობაზეც აღინიშნება.

მიუხედავად ამისა კიევი ახორციელებდა და აგრძელებს განხორციელებას საქართველოსთან საიარაღო კონტრაქტების გაფორმებას. "ჩვენ ამას გავაგრძელებთ, სანამ გაეროს უსაფრთხოების საბჭო არ აკრძალავს",- აცხადებდა სახელმიწფო კომპანიის "უკრსპეცექსპორტის" ლიდერი სერგეი ბონდარჩუკი.

აკრძალვა, რა თქმა უნდა არ მოჰყოლია, მაგრამ ვალერი კონოვალიუკი აცხადებს, რომ მისმა კომისიამ დაადგინა, რომ ვიქტორ იუშკენო კარგად იყო ინფორმირებული ქართული აგრესიის შესახებ. "ჩვენ ხომ საქართველოს უამრავი იარაღი და თავდასხმის შეიარაღება მივაწოდეთ ომის დაწყბებამდე ერთი თვით ადრე",- აღნიშნავადა კონოვალიუკი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100