RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოხუმი პროპაგანდისტული სამიზნის ქვეშ

24.07.2009  |  18:05

3458.jpegუკანასკნელ ხანებში ქართულ მხარე სულ უფრო მეტდ საუბრობს აფხაზეთის საზღვარზე შექმნილ ინციდენტებზე რუსი მესაზღვრეების მონაწილეობით. ყველაზე ახალი აქედან არის გალის რაიონში 30 ივლისს ატეხილი სროლა. რა მიზნებს ემსახურება ასეთი თავდასხმები საინფორმაციო სფეროში?

ზაფხულის დაწყებიდან აფხაზეთი საკმაოდ ხშირად ფიგურირებს ქართული სიანფორმაციო სააგენტოების სიახლეებში. რუსული სპეცრაზმის შეყვანა, რუსული თვითმფირნავები აფხაზურ ცაზე, სროლები გალში - აი მხოლოდ რამდენიმე "მონაცემი". აღსანიშნავია, რომ საზღვარზე სიტუაციის აშკარა გამწვავება რეგიონიდან გაეროს დამკვირვებლების გაყვანას დაემთხვა.

აფხაზეთი, რომლის ტერიტორიაზეც თითქოსდა ეს ყველაფერი ხდება, საკმაოდ მშვიდად რეაგირებს. "ქართული იდეოლოგიური მასმედიის მტკიცება იმის შესახებ, რომ გალის რაიონში სიტუაცია გამწვავდა,ა რის სრული დეზინფორმაცია,- განაცხადა პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქრისტიან ბჟანიამ.- რუს სამხედროებსა და აფხაზეთის ხელისუფლებას შორის არანაირი უთანხმოება არ არის და ვერც იქნება".

მაგრამ თბილისიდა, ალბათ, უკეთ ჩანს რაც ხდება "დაკარგულ ტერიტორიაზე". ქართულმა მასმედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დილას სოფლებში პიჩორაში და კოხორაში ატყდა სროლა რუსებსა და ადგილობრიც მილიციას შორის, კონფლიქტის დასარეგულირებლად კი ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრო ოთარ ხეცია და გალის რაიონში აფხაზეთის პრეზიდენტის სურულუფლებიანი წარმომადგენელი რუსლან ქიშმარია. "ეს ტყუილია,- აგრძელებს ბჟანია.- ეს ორივე ადამიანი მაგ როს სოხუმში იმყოფებოდა და ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ".

პრეზიდენტის წარმომადგენელმა არც ქართული მასმედიის სხვა "ინფორმაციას" აუარა გვერდი იმის შესახებ, რომ ამ დღეებში სოფელ ჭუბურხინჯში თითქოს დაეშვა რუსი მღალჩინოსნებით თითმფრინავი. "ეს მტკიცებები სრულიად აბსურდულია,- აღნიშნა ბჟანიამ.- აფხაზეთის გეოგრაფია ვინც იცის სავსებით გასაგები იქნება მათთვის, რომ ჭუბურხინჯში დელტაპლანიც კი ვერ დაეშვება. ამიტომაც ქართული დეზინფორმაციის სპეციალისტებს ვურჩევდი კარგად გაცნობოდნენ აფხაზეთის გეოგრაფიას მორიგი შეუსაბამობების თავიდან ასაცილებლად".

თითქოსდა მართლაც შეუსაბამობაა, თუმცა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისგან, შეიძლება, რეაქცია მაინც მოჰყვეს.

ქართული აგიტპროპაგანდის მიხედვით, ხომ რაც უფრო საზარელია ტყუილი, მით უფრო მეტად სჯერათ მისი. ახლახან ამოიწურა გაეროს მისიის მანდატი, რომელიც საქართველოში თითქმის ოცი წეი იმყოფებოდა. უნებურად ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა იყოს აფხაზეთზე საინფორმაციო თავდასხმა მისიონერების რეგიონში დაბრუნებისთვის ერთგვარი მოტივაცია? ასეც რომ იყო, სოხუმი და მოსკოვი არაერთხელ აცხადებდნენ, რომ თუნდაც ერთი ობიექტური საერთაშორისო მისიის ყოფნა აუცილებელია რეგიონში. თუმცა გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ვერაფრით გაითვაისწინეს ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გასული წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100