RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დიპლომატიური სკანდალი ამერიკელი ”ქორისთვის”

27.07.2009  |  10:34

3466.jpegრუსეთსა და საქართველოს შორის ნამდვილი დიპლომატიური სკანდალი გაჩაღდა. სიტუაცია განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ქვეყნებს შორის უკვე თითქმის ერთი წელია შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები. რით შეიძლება აიხსნა "ჯაშუშომანიის" ახალი ტალღა საქართველოში? სხვა ვერაფრით თუ არა იმის მცდელობით, რომ ასიამოვნონ ჯო ბაიდენს - პოლიტიკის "ქორს".

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქართველომ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა ორ რუს დიპლომატს, რომლებიც სამუშაოდ შვეიცარიის საელჩოს სექციაში მიდიოდნენ თბილისში. "ქართულ მხარეს გაუჩნდა ეჭვები, რომ ამ ორ დიპლომატს შეიძლება კავშირი ჰქონოდა რუსულ სპეცსამსახურებთან",- განაცხადა ეროვნული უსაფრთხების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდამ რომ დიპლომატიური სკანდალი სულაც არ გაჩაღებულა 21 ივლისს, ანუ იმ დღეს, როდესაც მის შესახებ ცნობილი გახდა, არამედ სამი თვის წინ. უფრო მეტიც, ქარტული ხელისუფლების მიერ რუსი დიპლომატებისთვის უარის თქმის შემდეგ მოსკოვმაც სიმეტრიულად უპასუხა - უკან გააგზავნა ორი ქართველი დიპლომატი. ამასთანავე ორივე მხარე შეთანხმდა, რომ არ გაეხმაურებინათ ეს ფაქტი და პიარისთვის არ გამოეყენებინათ.

რაც შეეხება რუსული მხარის პასუხს, სმოლენსკის მოედანზე დარწმუნებულები არიან - ასეთი ზომები აუცილებელი იყო.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილენ გრიგორი კარასინმა განაცხადა, ქართულმა ხელისუფლებამ ამ ინფორმაციის გავრცელება ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ჩამოსვლას დაამთხვია. "ქართული მხარე ცდილობს ჯაშუშომანიის თემის გამოყენებას, რათა მაღალჩინოსან სტუმრებს თავისი სიამამცე უჩვენოს,- თვლის რუსი დიპლომატი.- სწორედ ამით არის განპირობებული მსგავსი პუბლიკაციები". საქმე ისაა, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელზე თბილისში დიდ იმედებს ამყარებენ, რადგანაც თვლიან, რომ ეს ვაშინგტონის მიერ ანტირუსული რეჟიმის მხარდაჭერის ტოლფასია.

"ამერიკა იძულებულია თავისი პოლიტიკის დივერსიფიკაცია მოახდინოს,- აცხადებდა პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტი ტატიანა სტანოვა.- ერთის მხრივ, ამერიკას სურს რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვა". მეორეს მხრივ კი მას ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს წინაშე". მისი თქმით, ბაიდენის ვიზიტი აღიზიანებს მოსკოვს, საქართველომ ეს იცის და ცდილობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებმაც შეიძლება პროვოკაციის როლი ითამაშოს.

საინტერესოა, რომ ბაიდენის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გააქტიურად მიხეილ სააკაშვილიც. პარლამენტში პოლიტიკურ დებატებზე გამოსვლისას მან უკვე მერამდენედ უწოდა რუსეთს საქართველოს მთავარი მტერი. ამასთანავე მან განაცხადა, რომ მზად არის მოსკოვთან მეგობრობისთვის, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარის გაყვანის შემთხვევაში. როგორც ჩანს, სააკაშვილი თვლის, რომ რუსეთის ჩარევის გარეშე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები თავისით დალაგდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100