RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდული საათი გაატარა

27.07.2009  |  10:37

3467.jpegსაქართველოს პროპაგანდისტულმა უწყებამ უახლოეს მომავალში უნდა გამოუშვას მილიონიანი ტირაჟით მიხეილ სააკაშვილის ციტატები წიგნი. რაღაც მაოს თავმჯდომარის "წითელი წიგნის" მსგავსი, რომელიც კულტურული რევოლუციის დროს მთელი ჩინური ახალგაზრდობის მთავარი საკითხავი იყო.

მიხეილ სააკაშვილი ხომ გამუდმებით აკვირვებს მსოფლიოს თავისი გამონათქვამებით ქართული საზოგადოების ცხოვრების მარავლფეროვნების და საქართველოს მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიული განვითარებისთვის.

მაგრამ რადგანაც ბაიდენის სახით მას აღფრთოვანებული მსმენელი არ შეხვედრია, მან გადაწყვიტა თავისი მჭერმეტყველება თბილისის იპოდრომზე გამოემჟღავნებინა.

ამ უკანასკნელ ხანებში ეს სპორტუი დაწესებულება სულ უფრო მეტად ხდება სხვადასხვა პოლიტიკური აქციების ადგილი. ხან მოსიკალური ფესტივალი ტარდებოდა, ხანაც ქართველებისთვის საკმაოდ უცნაური გამოფენა, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.

შეიძლება სააკაშვილისთვის ეს მოვლენა ურო ძვირფასია, ვიდრე ბერლინელებისთვის. რასაც ვერ იტყვი თბილისელებზე, რომლებიც საკუთარი პრეზიდენტისგან განსხვავებით იძულებული არიან ყოველდღე იფიქრონ პურის შოვნაზე და იმაზე, თუ როგორ გასტანონ შემდეგ თვემდე. მაგრამ რატომღაც მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ "ახაი ბერლინის კედელი" გადის საქართველოს საზღვრებზე სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.

"თავისუფლების ხაზი დღეს რუსეთის მიერ დადგმულ ბარიერებზე გადის. ეს ახალი ბერლინის კედლის მსგავსია და უკვე მეორე რუსი ჯარისკაცი აძვრება ამ კედელს. მსურველები კი ბევრად მეტი. ჩვენ ამის თაობაზე სარწმუნო ინფრომაციას ვფლობთ",- განაცხადა პრეზიდენტმა, როდესაც რიგითი არტიომოვის დეზერტირობას უკეთებდა კომენტარს.

დეზერტირობა მსოფლიოს ბევრი ჯარისთვის სახასიათო მოვლენაა. მაგრამ ქართელი პრეზიდენტისთვის ორი რუსი ჯარისკაცის საქართველოს ტერიტორიისკენ გაქცევა ღვთის საჩუქარს ჰგავდა.

დღეს, აცხადებდა სააკაშვილი, "საქართველოს იცავს არა მხოლოდ თავის თავისუფლბას, არამედ რუსეთში თავისუფლების მოყვარულ ხალხს და რეგიონის სახელწმიფოების თავისუფლებას".

უნდა აღინიშნოს, რომ გასუილ წლის აგვისტოს საკმაოდ უცნაურად იცავდნენ სამხრეთ ოსეთის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. მაგრამ ღირს კი ამის გახსენება ერთი წლის შემდეგ? სამაგიეროდ შეიძლება ქართველი ახალგაზრდებისთვის იმის შეხსენება, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პოლიციამ არაერთხელ დაუშინა რეზინს ტყვიები.

მოკლედ, ახალგაზრდობაც სხვადასხვანაირი არსებობს. საყვარელ პრეზიდენტთან შეხვედრისთვის "სწორი ახალგაზრდობა" შეირჩა, რომლებთან ურთიერთობაც საკმაოდ სასიამოვნო იქნებოდა სააკაშვილისთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100