RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კროულიმ თქვა - ობამამ გააკეთა?

27.07.2009  |  10:53

3468.jpegდღეს მსოფლიო მასამედიამ გაახმაურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ფილიპ კროული საქართველოს გადაიარაღების " შესაძლებლობას არ გამორიცხავს ", რათა ამ ქვეყნის არმია ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. საინტერესოა, რომ ეს გამოთქმა, რომელსაც ცოტა რამ აქვს საერთო ახლახანს დასახული რუსულ-ამერიკულ ურთიერთობების "გადატვირთვასთან", სულაც არ იყო გაკეთებული სახელმწიფოს პირველი პირის მიერ. ასეა თუ ისე, მოსკოვმა ძალზე მკაცრი რეაგირება მოახდინა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე.

"ნატოში შესვლის მსურველ ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ალიანსის სტანდარტების შესაბამისი შეიარაღება,- კროულის ციტირებას ახდენს Lenta.ru.- ამიტომაც სრულიად ლოგიკური იქნებოდა, რომ საქართველოსა და ა.შ.შ-ს ჰქონოდათ ურთიერთობების სამხედრო დონეზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა და საგარეო მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენ საქართველოსთნ მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავთ, თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების დარგში".

იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში ჩამოსულ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს იარაღს სთხოვდა, ჯერ კიდევ ვიზიტამდე იყო ცნობილი. მაგრამ, როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ეს თემა შეხვედრაზე არ იქნა წამოწეული. შესაბამისად საქართველოს ლიდერის თხოვნა მნიშვნელოვანი სტუმრის გამგზავრების შემდეგ, ჰაერში გამოეკიდებული დარჩა. დიახ, როგორ "ნოვოსტი გრუზიი" აცხადებს, ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრულიად უჭერენ მხარს საქართველოს სწრაფვას ალიანსში და განაგრძობენ ყველა აუცილებელი დახმარების აღმოჩენას იმისათვის, რომ რესპუბლიკა შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს. მაგრამ არაფერი მეტი.

მოსკოვი ელოდა ვიცე-პრეზიდენტისგან, ამგვარ კომენტარებს მისი აღმოსავლეთ-ევროპული ტურნეს ჩარჩოებში უკრაინასა და საქართველოში. "არ ვთვლი მართებულად, რომ რუსეთთან ურთერთობები, თუ კი ამერიკულ ტერმინოლოგიას ვიხმართ, რომელიც ფრიად პირობითია, უნდა გადაიტვირთოს სხვა სახელმწიფოების ხარჯზე,- "გოლოს რასიი" აქვეყნებს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სიტყვებს.- ჩვენ ნორმალური სამუშაო და მეგობრული ურთიერთობები გვჭირდება ა.შ.შ-სთან". ა.შ.შ-ს ვიცე პრეზიდენტის გამგზავრების შემდეგ ფილიპ კროულის განცხადება, რუსეთისა და ემერიკის პრეზიდენტების დამაიმედებელი დიალოგის ფონზე, რბილად რომ ვთქვათ უცნაურად ჟღერს. უფრო მეტიც, ფრიად საეჭვოდაც კი გამოიყურება, რომ ვაშინგტონს სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი წარმომადგენლისთვის "მიენდო" პრესაში გახმაურებული- ამერიკის მიერ სააკაშვილის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე საუბრების კომენტირება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100