RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროკავშირის მისიაში კავკასიაში ამერიკული შევსება არ მოხდება

28.07.2009  |  10:17

3479.jpegევროკავშირი დღეს აპირებს ორგანიზაციის მისიის დამკვირვებლების მანდატის გაგრძელებას სამხრეთ კავკასიაში. პარასკევს ამის თაობაზე შეთანხმება მიღწეული იქნა მუდმივი მონაწილე ქვეყნების შეხვედრაზე, ახლა სიტყვა საგარეო საქმეთა მინისტრებზეა.

"მისიის გაგრძელება არის ევროკავშირის იმაში დაინტერესების ძლიერი ნიშანი, რომ ითამაშოს როლი რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციაში. ეს ამტკიცებს იმას, რომ ევროკავშირი განახორციელებს იმ შეთანხმებებს, რომლებსაც გასული წლს აგვისტოში მოეწერა ხელი",- განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 24 ივლისს უკვე განიხილეს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხი, ამიტომაც საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი სხდომა უბრალოდ ფორმალობაა, ევროკავშირის მისიონერები კი კავკასიაში მინიმუმ 2010 წლის 14 დეკემბრამდე დარჩებიან. საინტერესოა, რომ დოკუმენტის პროექტი ითვალისწინებს დამკვირვებლების მუშაობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზეც. თუმცა, ბრიუსელს ეს საკითხი სოხუმთან და ცხინვალთან არ შეუთანხმებია. ალბათ იმიტომ, რომ იცოდნენ უაროფითი პასუხის შესახებ - ახალგაზრდა რესპუბლიკები ევროკავშირის მისიის გაფართოების წინააღმდეგები არიან, რადგანაც ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.

"აფხაზეთი არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე ევროკავშირს, რადგანაც მისმა წევრმა ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აღიარებდნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ასევე ეს ორგანიზაცია ახორციელებს ზეწოლას მათზე, ვინც იხილავს ორი რესპუბლიკის აღიარების საკითხს ,- განაცხადა ახლახან აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.- ეს ავლენს ჩვენი რესპუბიკის მიმართ ძალიან არამეგობრულ დამოკდიებულებას, ამიტომაც ჩვენ მათ აქ ყოფნას რ დავუშვებთ". აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის დამკვირვებლებმა თავიანთი ფუქნციები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განახორციელონ. "ჩვენი საზღვარი სიამედოდ არის დაცული აფხაზი და რუსი მესაზღვრეების მიერ და ევროკავშირი აქ ჩვენი თანხმობის გარეშე ვერ მოხვდება",- დაამატა მან.

თუმცა სოხუმის მკაცრი პოზიცია არ უნდა აღვიქვათ როგორც საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლის მცდელობა. აფხაზეთი მზად არის ევროკავშირთან თანაბარ პირობებში დიალოგისთვის. იმავე აზრს ემხრობიან მოსკოვშიც. "ჩვენ არავის ვთხოვთ, რომ ნებისმიერ ფასად აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.- თუკი ქვეყნები მზად არ არიან, ეს მათი არჩევანია".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100