RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი ”აღსდგა”, ოპოზიციური ვნებათაღელვა კი ჩაცხრა

28.07.2009  |  10:19

3480.jpegამერიკელებმა კვლავ დაარღვიეს დეკლარირებული პრინციპი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენი ყველა მოქიშპე მხარეს შეხვდა, მიხეილ სააკაშვილმა მისი ხელის ჩამორთმევისას თავი გამხნევებულად იგრძნო. ოპოზიცია კი მოშორდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს და ამბიციები ჩააცხრო. ის გამუდმებით აცხადებდა პრეზიდენტის გადადგომის თარიღის შესახებ, ახლა კი უცბად აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მშვიდობიანი ბრძოლის მხოლოდ ნახევარი გზა არის გავლილი.

ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი მიხეილ სააკაშვილი სასარგებლოდ ჩატარდა. პრეზიდენტის ინიციატივებს უმაღლეს გამართლება მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ მასმედია იუწყებოდა თითქოს ბაიდენმა უკრაინის და საქართველოს ლიდერები წასვლისთვის შეამზადამ თბილისში ამის არავითარი ნიშანი არ იგრძნობა.

აშკარა გახდა, რომ სააკაშვილმა თავი აარიდა პოლიტიკურ სიკვდილს. ამას ამტკიცებს The New York Times და მოჰყავს ექსპერტის ლორენს სკოტის აზრი, რომელიც გაოცებულია სააკაშვილის უნარით აღსდგეს უამრავი შეცდომის შემდეგ. ყველა, ვინ ელოდა, რომ ბაიდენი სააკაშვილს გააკრიტიკებდა, გაოცებული დარჩა. "ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის უბედურებები დასრულდა: ომის შემდეგ ვასინგტონის მიერ გამოყოფილი მილიარდი დოლარი უკვე დანაწულებულია, უმუშევრობის დონე კი 17%-მდე გაიზარდა",- აღნიშნავს გამოცემა.

ქართველი ოპოზიციონერები იმას აქცევენ ყურადღებას, რომ ბაიდენმა საკაშვილის მისამართით საქებარი გამონათქვამებისგან თავი შეიკავა. ბაიდენმა ერთმნიშვენოვნად გამოთქვა საქართველოს დახმარები სურვილი დემოკრატიის განვითარების სფეროში. მიჩვენეთ თუნდაც ერთი ფრაზა, სადაც მან პირადად სააკაშვილის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა",- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. ექსპერტების აზრით, ბაიდენი უკრაინასაც და საქართველოსაც იმისკენ უბიძგებდა, რომ სასინაო პრობლემები თავად გადაეწყვიტათ.

მაგრამ "თავად გადაწყვეტის" ძალა, როგორც ჩანს, ოპოზიციას არ აღმოაჩნდა. ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლისთვის პოლიციელებმა რუსთაველის გამზირიდან საკნები გადააადგილეს და არც ერთ ოპოზიციონერს სიტყვაც არ დასცდენია ამის თაობაზე. პირიქით, მათაც დაუჭორე ამ გადაწყვეტილებას მხარი. კონსერვატიულმა პარტიამ ნაჩქარევად განაცხადა, რომ "საკნების აქციამ" თავისი ამოცანა შეასრულა.

რადგანაც საკნებმა ვერ მოახერხეს საერთაშორისო საზოგადოების დაეჭვება საქართველოს ახლანდელ რეჟიმში გამოდის, რომ მათ უბრალოდ ბევრ მონაწილებს საპროტესტო აქციებისას ბინი პრობლემები გადაუჭრეს.

საკნები კვალდაკვალ რუსთაველის გამზირიდან გაქრა ტრიბუნა, საიდანაც ყოველდღიურად ოპოზიციის ლიდერები ხალხს მიმართავდნენ. აღარ იქნება ეს რეგულრული მიტინგები, განაცხადა პარასკევს ლევან გაჩეჩილაძემ. განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე მოუწოდა მან მხარდამჭერებს, რომ ფარ-ხმალი არ დაეყარათ. მან პირობა დადო, რომ პროტეტსი გაძლიერდება. ნინო ბურჯანაძე და ეკა ბესელიაც აცხადებენ, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და შემოდგომაზე განახლდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100